პატარა თონეთის კვირაცხოვლის ეკლესია

ტაძარი

პატარა თონეთის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა თონეთში. ნაგებია ადგილობრივი ჯიშის კლდის ქვის უხეშად დამუშავებული კვადრებით და ფლეთილი ქვით. ეკლესიის გარშემო ძლიერ არის აწეული მიწის დონე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეს.

აღწერა რედაქტირება

სარკმელის ქვემოთ კედელი გაბზარულია მთელს სიგრძეზე, აფსიდის სამხრეთ ნახევარში სწორკუთხა ფორმის ნიშია, სამხრეთი კედლის ზედა აღმოსავლეთ ნაწილში შირიმის პერანგიანი თაღოვანი სარკმელია, ფასადის ცენტრში პერანგშემოძარცვული სარკმელის ღიობია, ეკლესიის გარშემო ძლიერ არის აწეული მიწის დონე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39239