პატარა ვაკის სამაროვანი
პატარა ვაკის სამაროვანი — გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის ძეგლი. მდებარეობს გლდანის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3-4 კმ-ზე, თბილისის გარშემოვლითი საავტომობილო გზის სამხრეთით. 1990 წელს არქეოლოგიური გათხრებით (ხელმძღვანელი მ. აბრამიშვილი) გამოვლინდა უქვაყრილო ორმოსამარხები, რომელთა დასაკრძალავი ორმოები გრუნტში იყო ჩაჭრილი (სავარაუდოა, რომ ქვაყრილები განადგურდა მშენებლობის დროს). ყველა სამარხი ინდივიდუალურია და ინჰუმაციურია. სამარხეული ინვენტარი საკმაოდ მწირია და ძირითადად მცირერიცხოვანი მონაცრისფრო კეციანი კერამიკისაგან შედგება. სამაროვანი სავარაუდოდ ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნით თარიღდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ.731