პატარა გუფთის წმინდა გიორგის ეკლესია
პატარა გუფთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გუფთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დიდი ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია ფლეთილი, რიყის და ტუფის ქვით კირის დუღაბზე. გადახურვა ჩაქცეულია, გადარჩა საკურთხევლის სატრიუმფო თაღი. კარი დასავლეთი და სამხრეთით. ჩრდილოეთ კარი გადიოდა მინაშენში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეგრელიძე ი. "ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები", მახნე (ენის... სერია), 1976, #2, გვ. 58- 61.
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004