პატარა გუფთის კოშკი
პატარა გუფთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გუფთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ციხის ტერიტორიაზე შემორჩა კოშკის ნანგრევი, რომელიც დგას ბორცვის ქიმზე. ნაგებია რიყის ქვით. კედლები მოპირკეთებულია ფლეთილი ქვით. აღმოსავლეთი კედელი ჩაქცეულია. კოშკის სამხრეთით პლატოზე ნაგებობათა კვალია. ძეგლის გაზომვა ვერ მოხერხდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004