ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პარი-ბრესტი — ფრანგული დესერტი, რომელიც მზადდება შუს საკონდიტრო ცომისა და პრალინის არომატიანი კრემისგან.

პარი-ბრესტი
პარი-ბრესტი
პარი-ბრესტი
ტიპი საკონდიტრო
რიგითობა დესერტი
წარმოშობის ადგილი საფრანგეთი
შემქმნელი ლუი დურანდი
გამოგონების წელი 1910
მთავარი
ინგრედიენტები
შუს ცომი, პრალინეს კრემი
"პარიზ ბრესტის" საკონდიტრო ვარიაცია ფილიპ კონტიჩინის მიერ

1891 წელს დაფუძნებული ველორბოლის, პარიზი-ბრესტი-პარიზის პატივსაცემად, მისივე ინიციატორის, პიერ ჟიფარის თხონით, 1910 წელს Maisons-Laffitte-ს კონდიტერმა, ლუი დურანდმა პირველად გამოაცხო წრიული ფორმის საკონდიტრო ნაწარმი.[1] ნამცხვრის წრიული ფორმა სწორედ რომ ბორბალს განასახიერებს. მისი ენერგეტიკული ღირებულების, მაღალკალორიულობისა და დამაინტრიგებელი სახელის გამო იგი პოპულარული გახდა პარიზი-ბრესტის ველომრბოლელებს შორის. ახლა ნამცხვარს შეხვდებით პატისერიებში მთელი საფრანგეთის მასშტაბით.[2]

  1. Mollois, Emmanuel. Et Voila. Fremantle Press
  2. Tom Kevill-Davies. (2009-06-16) Paris Brest - The Breakfast of Champions. The Hungry Cyclist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-15. ციტირების თარიღი: 2021-11-14.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარი-ბრესტი“-დან