პარიზის პარლამენტი

პარიზის პარლამენტი — უმაღლესი სასამართლო ორგანო ძველი რეჟიმის საფრანგეთში. XV საუკუნიდან — ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინციული პარლამენტებიდან, რომლებიც იქმნებოდა მის მაგალითზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

პარლამენტი წარმოიქმნა სამეფო საბჭოსგან (ლათ. curia regis). პირველი კაპეტინგების დროს ეს იყო მეფის ვასალებისა და პრელატების ყრილობები, რომლებზეც განიხილებოდა მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები. XII საუკუნეში სასამართლოს შემადგენლობა შეავსეს პროფესიონალმა იურისტებმა (consiliarii); მონარქი უფრო და უფრო ხშირად დელეგირებდა თავის სასამართლო უფლებებს ამ ორგანოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება