პარბჰანი
პარბჰანი (ინგლ. Parbhani) ― ქალაქი ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში. ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. პარბჰანი მარათვადის რეგიონის უდიდესი ქაალქია. რეგიონულ ცენტრ აურანგაბადიდან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო შტატის დედაქალაქ მუმბაიდან ― 491 კმ-ის დაშორებით.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
პარბჰანი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 19°16′00″ ჩ. გ. 76°47′00″ ა. გ. / 19.26667° ჩ. გ. 76.78333° ა. გ. |
დაარსდა | 1610 |
ფართობი | 37.77 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 347±1 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 2452 |
საფოსტო ინდექსი | 431401 |
მარათვადის მთელ რეგიონთან ერთად პრაბჰანი ჰაიდარაბადის შტატის შემადგენლობაშ შედიოდა. 1956 წელს შტატების რეორგანიზაციის შემდეგ ბომბეის შტატის ნაწილი გახდა, ხოლო 1960 წლიდან დღევანდელი მაჰარაშტრის ნაწილია.[1]
პარბჰანში მდებარეობს ვასანტრაო ნაიკ მარათვადა კრიში ვიდიაპითი (ყოფილი მარათვადის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი), რომელიც ერთ-ერთია მაჰარაშტრის სოფლის მეურნეობის ოთხ უნივერსიტეტს შორის. პარბჰანი ყოველწლიურად მასპინძლობს ფესტივალს, რომესაც ტურაბულ ჰაქ დარგაჰი ეწოდება და რომელიც ათასობით ტურისტს იზიდავს.[2][3] ქალაქს სახელი ეწოდა ქალღმერთ პრაბჰავატის პატივსაცემად.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაანტიკურ ხანაში პარბჰანი ცნობილი იყო როგორც პრაბჰავატი ნაგარი[4] (მარათულ ენაზე: प्रभावतीनगरी). წყაროების თანახმად, ამ ადგილას ქალღმერთ პრაბჰავატის მასიური ტაძარი მდებარეობდა. სახელი პრაბჰავატი ქალღმერთ ლაქშმისა და პარვატის ნიშნავს.[5] დღევანდელი სახელწოდება სწორედ პრაბჰავატიდან მომდინარეობს.[6]
ისტორია
რედაქტირება650 წლის განმავლობაში, დეკანის სასულთნოს, დიდ მოგოლთა იმპერიისა და ჰაიდარაბადის ნიზამის პერიოდში პარბჰანი მუსლიმთა მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. ქალაქი 1948 წლამდე ჰაიდარაბადის შტატის ნაწილი იყო.[7][8] ამის შემდეგ პარბჰანი დამოუკიდებელი ინდოეთის რესპუბლიკის ნაწილი გახდა. 1956 წლამდე ქალაქი ჰაიდარაბადის შტატის ნაწილი იყო ინდოეთის შემადგენლობაში.[9] 1956 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ ჰაიდარაბადის შტატი გაიყო და პარბჰანი მიმდებარე ქალაქებთან ერთან მრავალენოვან ბომბეის შტატს მიეკუთვნა.[10] 1960 წლიდან ქალაქი მაჰარაშტრის შემადგენლობაშია.[11]
გეოგრაფია
რედაქტირებაპარბჰანის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 19.27° და აღმ. გრძედი 76.78°.[12] ქალაქი ზღვის დონიდან 347 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქი გოდავარის ხეობაში მდებარეობს და ძალიან ნაყოფიერი ნიადაგით გამოირჩევა.[13]
კლმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, პარბჰანი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში (Aw) მდებარეობს. ზამთართან შედარებით ზაფხულში გაცილებით მეტი ნალექი მოდის.[14]
ჰავის მონაცემები — პარბჰანი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 38.0 | 39.8 | 42.5 | 45.0 | 46.6 | 45.9 | 39.1 | 36.7 | 37.9 | 37.7 | 36.5 | 36.0 | 46.6 |
საშუალო მაღალი °C | 30.0 | 33.0 | 37.1 | 40.3 | 41.6 | 36.5 | 31.8 | 30.5 | 31.9 | 32.5 | 30.8 | 29.5 | 33.8 |
საშუალო დაბალი °C | 14.2 | 16.3 | 20.2 | 24.0 | 26.5 | 24.9 | 23.3 | 22.7 | 22.6 | 20.0 | 16.4 | 13.5 | 20.4 |
რეკორდულად დაბალი °C | 4.4 | 6.1 | 11.6 | 16.6 | 18.8 | 18.7 | 13.6 | 19.4 | 15.2 | 10.0 | 8.3 | 4.8 | 4.4 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 8.3 | 3.3 | 14.3 | 6.1 | 20.0 | 163.0 | 245.6 | 240.1 | 159.7 | 81.7 | 15.4 | 5.3 | 962.8 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.6 | 0.5 | 0.8 | 0.9 | 1.7 | 8.4 | 11.0 | 10.3 | 8.1 | 3.7 | 1.3 | 0.4 | 47.7 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 38 | 29 | 24 | 21 | 23 | 48 | 65 | 69 | 66 | 53 | 48 | 44 | 44 |
წყარო: India Meteorological Department[15][16] |
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, პარბჰანის მოსახლეობა 307 170 ადამიანს შეადგენს: 157 628 კაცს და 149 563 ქალს. სქესობრივი თანაფარდობაა: 949 ქალი 1 000 კაცზე. წერა-კითხვის ცოდნის დონე 84.34%-ია: 90.71% კაცებს შორის და 77.7% ― ქალებს შორის. 40 075 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება: 21 187 ბიჭი და 18 888 გოგო. 6 წლამდე სქესობრივი თანაფარდობაა 981 ქალი 1 000 კაცზე.[17]
მოსახლეობის უმრავლესობა (138 562 ადამიანი) ინდუიზმის მიმდევარია. მეორე მთავარი რელიგია ისლამია, რომელსაც 126 702 ადამიანი მისდევს. 36 203 ადამიანი ბუდისტია, 697 ― ქრისტიანი, ხოლო 2 870 ― ჯაინიზმის მიმდევარი.[18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of Parbhani Divisional Police
- Official website of Parbhani district დაარქივებული 2019-08-01 საიტზე Wayback Machine.
- Official website of Parbhani Municipal Corporation დაარქივებული 2018-07-24 საიტზე Wayback Machine.
- Official website of Parbhani Session Court
- Parbhani at Encyclopædia Britannica
სქოლიო
რედაქტირება- ↑ OVERVIEW OF PARBHANI DISTRICT. ციტირების თარიღი: 19 April 2017
- ↑ Parbhani, India. ციტირების თარიღი: 19 July 2015
- ↑ „सय्यद शाह तुराबुल हक साहेब (फोटो फिचर)“. Sakal (მარათჰი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015. ციტირების თარიღი: 19 July 2015.
- ↑ Parbhani at a glance. ციტირების თარიღი: 1 April 2017
- ↑ Meaning of Prabhavati. ციტირების თარიღი: 23 July 2015
- ↑ Parbhani District Gazetteers chapter 1. ციტირების თარიღი: 23 July 2015
- ↑ Official Website of Indian Army. ციტირების თარიღი: 2017-04-18
- ↑ History of Parbhani City Maharashtra Origin-Background-Significance. ციტირების თარიღი: 2017-04-18
- ↑ (2006) A Concise History of India, 2nd, Cambridge University Press. ISBN 978-0521682251.
- ↑ Aurangabad | India (2014-09-18). ციტირების თარიღი: 2017-04-18
- ↑ Parbhani, Nizam, and post 1947. ციტირების თარიღი: 1 April 2017
- ↑ Maps, Weather, and Airports for Parbhani, India. ციტირების თარიღი: 2017-04-19
- ↑ EXECUTIVE SUMMARY OF PARBHANI DISTRICT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-15. ციტირების თარიღი: 2017-04-19
- ↑ Climate Parbhani: Temperature, Climate graph, Climate table for Parbhani. ციტირების თარიღი: 2017-04-18
- ↑ Station: Parbhani Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 593–594. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 10 April 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 10 April 2020
- ↑ City Population Census 2011 |. Census2011.co.in. ციტირების თარიღი: 2015-05-29
- ↑ Parbhani City Population Census 2011 | Maharashtra. ციტირების თარიღი: 2017-04-19