პარამონოვის სახლი

პარამონოვის სახლი (რუს. Особняк Парамонова) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1914 წელს წიგნის გამომცემლის ნიკოლაი პარამონოვისათვის არქიტექტორ ლეონიდ ებერგის პროექტის მიხედვით. ამჟამად ნაგებობაში განთავსებულია სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის ი. ჟდანოვის სახელობის ზონალური სასწავლო ბიბლიოთეკა[1]. შენობა აგებულია ნეოკლასიციზმის სტილში და გააჩნია ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლის სტატუსი.

პარამონოვის სახლი
რუს. Особняк Парамонова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ლეონიდ ებერგი
ტიპი ნეოკლასიციზმი
გახსნის თარიღი 1914
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110006000

ცნობილი როსტოველი წიგნის გამომცემლისა და ქველმოქმედის ნიკოლაი პარამონოვის სახლი აგებულია 1914 წელს, არქიტექტორ ლეონიდ ებერგის პროექტით. სახლში პარამონოვი ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად[2].

1918 წლის დასაწყისში ეს შენობა იყო რეკვიზირებული[3], რის შემდეგ იქ განთავსდა როსტოვ-ნახიჩევანის რევკომი. 1918 წლის მაისში, როსტოვიდან ბოლშევიკების განდევნის შემდეგ სასახლეში განთავსდა ნებაყოფლობითი ჯარის შტაბი. ამავე 1918 წელს შენობაში მოხდა ხანძარი. სასახლე აღადგინეს მხოლოდ 1923 წელს[4].

სასახლის აღდგენის შემდეგ აქ განთავსდა ჯერ მშენებელთა კლუბი, შემდეგ სისხლის გადასხმის ინსტიტუტი. 1930 წელში აქ იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი[4].

მეორე მსოფლიო ომის დროს შენობას ცეცხლი წაეკიდა. კედლები და კოლონადები იყო სერიუზულად დაშავებული. 1947 წელს იყო გადაწყვეტილი შენობის რეკონსტრუქცია. აღდგენით სამუშაოს სათავეში ედგა ლ. ფ. ებერგი[4]. 1952 წელს რეკონსტრუქცია დასრულდა და შენობა გადაეცა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას[3].

XXI საუკუნის დასაწყისში პარამანოვის სასახლე კვლავ საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. მის სარდაფში გროვდება სირისტი, რომელიც აზიანებდა, როგორც შენობას ასევე იშვიათ წიგნებს[3]. 2005 წელს ჩატარდა ფასადის რემონტი. მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია დაწყება დაგეგმილი იყო 2013 წლის შემოდგომით[5].

არქიტექტურა

რედაქტირება

შენობა აშენებულია ნეოკლასიციზმის სტილში და აქვს რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Анастасия Быченкова. (2012-10-04) В центре Ростова реконструируют научную библиотеку ЮФУ. donnews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
  2. Волошинова Л. Ф. Пушкинская улица. — Ростов-на-Дону: «Донской издательский дом», 2000. — С. 29—32. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87688-250-X.
  3. 3.0 3.1 3.2 Мария Бондаренко. (2005-03-21) Раритеты гниют в подвалах. Независимая газета. ციტირების თარიღი: 2013-08-12.
  4. 4.0 4.1 4.2 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 159. — ISBN 5-8456-0489-3.
  5. Анастасия Быченкова. (2012-10-04) В центре Ростова реконструируют научную библиотеку ЮФУ. donnews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-08-12.