პარამონოვის საწყობები
პარამონოვის საწყობები (რუს. Парамоновские склады) — XIX საუკუნის საწყობების კომპლექსი დონის როსტოვში. მდებარეობს მდინარე დონის ნაპირზე, სოკოლოვის პროსპექტსა და უნივერსიტეტის შესახვევს შორის. არის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლი.
პარამონოვის საწყობები რუს. Парамоновские склады | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
მოქანდაკე | იაკუნინი, ერნსტ შულმანი |
მასალა | აგური |
გახსნის თარიღი | XX საუკუნის შუა წლები |
ისტორია
რედაქტირებაპარამონოვის საწყობების ყველაზე ძველი ნაგებობა აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში. ყველაზე გვიანდელი კი 1890-იან წლებში[1]. საწყობს აშენებდნენ ინჟინრები აკუნინი და ერნსტ შულმანი[1]. თავისი არსებობის მანძილზე საწყობი სხვადასხვა მფლობელებს და ფირმებს ეკუთვნოდა. თუმცა ქალაქის მოსახლეობა მის მფლობელად მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს, ხორბლის მეწარმეს ელიდიფორ პარამონოვს მიიჩნევს[1].
საწყობი სასწაულებრივად გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის დროს პორტის დაბომბას. თუმცა ერთ-ერთმა ბომბმა დააზიანა წყლის მიწოდების სისტემა[2]. საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში საწყობი გამოიყენებოდა თავისი დანიშნულებით და იქ ინახებოდა ცემენტი, სამშენებლო მასალები და სხვ.[2].
1985 წელს საწყობებმა მიიღო ისტორიისა და კულტურის ადგილობრივი ძეგლის სტატუსი[3]. ცოტა მოგვიანებით, ისტორიულმა ნაგებობამ მიიღო ფედერალური მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.
არქიტექტურა
რედაქტირებაპარამონოვის საწყობები გაფორმებულია ლაკონიური აგურის დეკორით, რომელიც გადაწყვეტილია რომაულ და კლასიციზმის სტილში.
თანამედროვე მდგომარეობა
რედაქტირებასაწყობები ამჟამად ნანგრევების სახითაა ჩვენამდე მოღწეული. წყალმომარაგების სიტემაში წყლის მუდმივი ტემპერატურის გამო თითქმის მთელი წლის მანძილზე ნანგრევებში ყვავის მწვანე ბალახი[1].
2011 წლის ივნისში ადგილობრივი ენთუზიასტების მეშვეობით საწყობებში გაიმართა დასუფთავების აქცია „ავგიას თავლა“[4]. აქციას მხარს არ უჭერდა როსტოვის ოლქის საკანონმდებლო კრება და იგი უკანონოდ ჩათვალეს, სამაგიეროდ მხარს უჭერდა ცნობილი მომღერალი ნატალია ვეტლიცკაია[4].
2013 წლის დეკემბერში როსტოვის ოლქის საკუთრების სამინისტრომ მოიწონა პარამონოვის საწყობების რეკონსტრუქციის პროექტი[5]. რეკონსტრუქციის პროექტი შეიმუშავა მოსკოვის არქიტექტურული ბიუროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
2015 წლის 23 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საწყობებს უპირებდნენ დანგრევას და ხელახლა აგებას. ახალ ნაგებობაში აღარ იქნებოდა აუზი[6].
უკანასკნელი განცხადება მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს 2016 წლის დეკემბრის ბოლოს: პარამონოვის საწყობების მთელი კომპლექსი ითვლება ავარიულად და საჭიროა მისი დანგრევა და ხელახლა აშენება. ასევე განაცხადეს, რომ არ იგეგმება აუზის შენარჩუნება.
გალერეა
რედაქტირება-
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Парамоновские склады // Молот. — 2010. — 16 июня.
- ↑ 2.0 2.1 Кисин С. Амбарная книга. Жизнь и забвение Парамоновских складов დაარქივებული 2012-08-19 საიტზე Wayback Machine. // Вестник. — 2008. — № 3.
- ↑ Собств. корр. В парамоновские склады вдохнут новую жизнь დაარქივებული 2012-07-19 საიტზე Wayback Machine. // Вечерний Ростов. — 2004. — 15 окт.
- ↑ 4.0 4.1 Пилипенко Г. Ростовчане! Все на склад! // www.rostovnews.net. — 2011. — 10 июня.
- ↑ Собств. корр. Донские власти одобрили проект реконструкции Парамоновских складов დაარქივებული 2013-12-17 საიტზე Wayback Machine. // mail.ru. — 2013. — 17 дек.
- ↑ Купание в памятнике архитектуры «Парамоновские склады» признали опасным для жизни