პაპარაცი (ჯგუფი)
პაპარაცი — ქართული როკ ჯგუფი, რომელიც 2004 წელს ჩამოყალიბდა და ერთი ალბომის გამოშვების შემდეგ დაიშალა. ჯგუფის სოლისტი და ლიდერი ახალგაზრდა მომღერალი სალომე კორკოტაშვილი იყო, რომელიც ჯგუფის მიერ შესრულებული უმრავლესი სიმღერების თანაავტორიც არის.
ჯგუფის ისტორია
რედაქტირებაჯგუფის ჩამოყალიბება მაშინ გადაწყდა, როდესაც მომავალი ჯფუფის სამმა წევრმა გიორგი კიკნაველიძემ, შოთიკო შველიძემ და ნიკუშა მოწონელიძემ სალომე კორკოტაშვილი გაიცნეს, რომელსაც თავის მიერ მანამდე დაწერილი სიმღერისთვის აკომპანემენტი სჭირდებოდა. სიმღერის აწყობა წარმატებული აღმოჩნდა, რამაც ჯგუფს დაუდო სათავე. ბენდის სახელის ბევრი ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის ტყემალიც, მაგრამ საბოლოოდ პაპარაცი აირჩა, თუმცა ჯგუფის წევრების განცხადებით ამ სახელში განსაკუთრებული არაფერი მოიაზრება. თავდაპირველ სახელწოდებებს შორის ყველაზე რეალურად '1 სექტემბერი' მოიაზრებოდა, თუმცა 2004 წლის 1 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა და პროდიუსერებმა ამ სახელწოდების გამოყენებაზე უარი თქვეს. პაპარაცის კონტრაქტი სტუდია "ქართულ ჩანაწერებთან" გააფორმა, და მათი პროდიუსერები აჩიკო გულედანი და გიორგი ასანიშვილი გახდნენ. მათ გამოშვებული აქვთ ერთი სტუდიური ალბომი გათენდა, გაიღვიძე!, რომელშიც ათი სიმღერა შევიდა. პაპარაცის სიმღერები ძირითადად პოპ-როკის სტილშია შესრულებული.
ჯგუფის შემადგენლობა
რედაქტირება- სალომე კორკოტაშვილი — ვოკალი.
- გიორგი კიკნაველიძე — რიტმ გიტარა, ბექ ვოკალი
- ნიკუშა მოწონელიძე — სოლო გიტარა
- შოთიკო შველიძე — დასარტყმელი საკრავები
- ლევან მიქაბერიძე — ბას-გიტარა
- ირაკლი ქოიავა — პერკუსია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- radio.ge[მკვდარი ბმული] ინტერვიუ ჯგუფთან, 11.04.2005.