პანეში
პანეში — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ფილოქსერას გამოჩენამდე პანეში სამეგრელოს მთისპირა სოფლებში მაღლარად ყოფილა გავრცელებული. მოსახლეობა მისგან ღვინოსაც ამზადებდა და სასუფრე ყურძნადაც იყენებდა. ყურძენს ვაზზე ტოვებდნენ და საჭიროების მიხედვით კრეფდნენ ან აკიდოების სახით მთელი ზამთრის განმავლობაში ინახავდნენ. ამჟამად პანეშის ძალიან მცირე ნარგავებია შემორჩენილი.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მცირედ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, განივკონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი. მხრის სიგრძე ხანდახან მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, სრულ სიმწიფეში თითქმის შავია. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით სქლად დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანია, ჩვეულებრივად ტკბილი გემოთი.
პანეში საშუალო ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 200 დღეა. მტევნის საშუალო წონა 190 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 17-19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.
პანეშისგან მზადდება მაღალხარისხიანი, ჰარმონიული, სხეულიანი და ხალისიანი სიმჟავის აუფრის წიიიელი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 297