პალეტი (ინგლ. pallet) ან პადონი (რუს. поддон) — არის ბრტყელი სატრანსპორტი კონსტრუქცია, რომელიც სტაბილურად იჭერს საქონელს ჩანგლიანი დამტვირთველის, ხელის სატვირთველის თუ კრანის მეშვეობით დატვირთვისას. საქონელი სატვირთო კონტეინერში ხშირად მოთავსებულია პალეტებზე, რომელიც დამაგრებულია და შეფუთულია ფირებით. XX საუკუნეში მისი გამოგონების დღიდან, მისმა გამოყენებამ მკვეთრად ჩაანაცვლა შეფუთვის ძველი ფორმები, როგორიცაა ხის ყუთი და ხის ბარელი, რადგან ის კარგად მუშაობს თანამედროვე შეფუთვასთან, როგორიცაა გოფრირებული ყუთები და ინტერმოდალური კონტეინერები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ნაყარი გადაზიდვისთვის. გარდა ამისა, პალეტის საყელოები შეიძლება გამოყენებულ იქნას პალეტებზე განთავსებული ნივთების დასაყრდენად და დასაცავად.

სტანდარტული ხის პალეტი.

პალეტები ასევე შეიძლება დამზადდეს პლასტმასის, ლითონის, ქაღალდისა და გადამუშავებული მასალებისგან.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება