პავლიანთკარის კოშკი

პავლიანთკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ პავლიანთკარში. აგებულია XVI საუკუნის მეორე-ნახევარში — XVII საუკუნის დასაწყისში.

ხუთსართულიანი, გეგმით ოთხკუთხა კოშკი დგას შუა სოფელში, ქარჩოხის ხეობაში. ძეგლი სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები.

არქიტრავული შესასვლელი გაჭრილია მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში. კარი ნაოთხალია.

პირველი სართულის სამ კედელში ოთხი სათოფურია. მეორე სართულზე კარის გარდა ყველა კედელში თითო სათოფურია, ხოლო მესამეზე ყველაზე მეტია. მეოთხეზე სამი სათოფური და ერთი სარკმელია. მეხუთე კი მოქცეულია ორფერდა სახურავქვეშ და ვიწრო კედლებში თითო პატარა სარკმელი აქვს. სართულ შუა ხის გადახურვა ნაწილობრივ შემორჩენილია. კოშკს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაშენა ხის ფარდულები, რაც ძეგლს ამახინჯებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 153–154