პავლე შტერნი
პავლე შტერნი — არქიტექტორი, რომლის პროექტებითაც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში უამრავი კერძო სახლი და რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობა აშენდა. თბილისში ჩამოვიდა 1870-იანი წლების მიწურულს. იყო თბილისის ოპერის შენობის ავტორის, არქიტექტორ ვ. შრეტერის თანაშემწე და 1882 წლამდე მშენებლობასაც ხელმძღვანებლობდა, შემდეგ ხელი მიჰყო დამოუკიდებელ დაპროექტებასა და მშენებლობას. შტერნი ეპოქის დამახასიათებელი ფიგურაა. მის ნამუშევრებში ეკლექტიზმი ჩანს. „აგურის გოტიკის“ ყაიდაზეა აშენებული საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირისა და ბაქოს ქუჩის კუთხეში (1893 წ.). მის შემოქმედებაში ძირითადი ადგილი რენესანსულ-ბაროკოულ სტილიზაციას უჭირავს. შტერნის დანერგილია ნაძერწი სამკაულებით, მრავალი არქიტექტურული დეტალითა და პროფილით გადატვირთული ფასადები, რომლებიც დიდად მომრავლდა თბილისში 1880-იან და განსაკუთრებით 1890-იან წლებში. სხვა ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები დავით აღმაშენებლის გამზირზე, გრიბოედოვისა და ალექსანდრე ჭავძავაძის ქუჩების კუთხეში (1897).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 928, თბ., 2002