პავლე კრამერის სახლი

პავლე კრამერის სახლი (რუს. Особняк Павла Крамера) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი 114). აგებულია დაახლ. 1914 წელს მეცენატ პავლე კრამერის დაკვეთით [1]. პავლე კრამერის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2]. 2000-იან წლებში შენობაში განათავსეს რესტორანი[3].

პავლე კრამერის სახლი
რუს. Особняк Павла Крамера
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი
ტიპი ნეოკლასიციზმი
გახსნის თარიღი დაახლ. 1914

ისტორია რედაქტირება

პავლე კრამერის სახლი, სავარაუდოდ, აგებულია 1914 წელს პავლე კრამერის მიერ, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ხელნაწერების კოლექციონერი[1].

სამოქალაქო ომის დროს კრამერი წავიდა როსტოვიდან. მისი სურათების კოლექცია გადაეცა როსტოვის ელოვნების საოლქო მუზეუმს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. 1920-იანი წლებიდან შენობაში განთავსებულია რაიონის ჯანმრთელობის განყოფილება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი შენობაში განთავსდა საოლქო სამედიცინო დაწესებულება[1].

1982 წელს სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა[1]. რეკონსტრუქციის პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორები ნ. სერგეევი და ვ. კოროლიოვი[4]. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ სახლი გადაეცა მწერალთა და კომპოზიტორთა სახლს[1].

1999 წელს ნაგებობას ჩაუტარდა რესტავრაცია არქიტექტორ გ. შევჩენკოს პროექტის მიხედვით. რემონტის შემდეგ შენობაში გაიხსნა რესტორანი „Собрание“.

არქიტექტურა რედაქტირება

ორსართულიან სახლი დგას ქუჩის სიღრმეში. მის გეგმას აქვს П-ფორმა. ფასადი გადაწყვეტილია ნეოკლასიკურ სტილში. ფასადის ცენტრში მრავალკუთხა ერკერია. ფასადის გასაფორმებლად გამოიყენება კარნიზი, თაბაშირი და სხვ.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — С. 41—48. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.
  2. Об объявлении недвижимых памятников истории и культуры города Ростова-на-Дону под охраной органов местного самоуправления. zakon.7law.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-11-24.
  3. Собрание. tourism.rostov-gorod.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
  4. Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 241. — ISBN 5-8456-0489-3.