პავლე, ალევტინა და ქიონია
პავლე, ალევტინა და ქიონია – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 ივლისი, ახალი სტილით - 29 ივლისი.
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდა მოწამენი პავლე, ალევტინა და ქიონია ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმინუსის (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნისას ისინი შეიპყრეს, ჯერ მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს ქვის სამტეხლოებში, შემდეგ კი პალესტინის კესარიაში წაიყვანეს ქრისტეს სხვა აღმსარებლებთან ერთად. სამსჯავროზე უსჯულოებმა ვერ შეძლეს, მოედრიკათ ღვთის რჩეულები, გამხეცებულებმა, ენით აუწერელი სატანჯველებით აწამეს ისინი, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დები - ალევტინა და ქიონია ცეცხლში დაწვეს, პავლეს კი თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 308 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.