პაატა (საკუთარი სახელი)

მამაკაცის საკუთარი სახელი (Paata)

პაატა — საკუთარი სახელი. ნიშნავს „პატარას“, „უმცროსს“. მისი კნინობითია პატია, პატიკო. აქედანაა გვარები: პაატაშვილი, პატიაშვილი, პატეიშვილი. პაატა ერქვა გიორგი სააკაძის უმცროს ვაჟს, რომელიც მამამ სამშობლოს თავისუფლებას შესწირა მსხვერპლად.[1]

  1. ვაჟის სახელები (პ), ქართული გენეალოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-11. ციტირების თარიღი: 2013-01-25.