პაატა გიორგის ძე სააკაძე (გ. 1625) — გიორგი სააკაძის მეორე ვაჟი. მძევლად იყო ირანში შაჰ აბას I-ის კარზე. 1625, ქართლ-კახეთში აჯანყების დაწყების შემდეგ, შაჰის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს და მამას გაუგზავნეს საქართველოში, ტანი კი კათოლიკე მისიონერებს დაუსაფლავებიათ ისპაანში. მოგვიანებით გიორგი სააკაძემ თბილისელი ვაჭრების დახმარებით ფარულად ჩამოასვენა საქართველოში და საგვარეულო მონასტერში, ერთაწმინდაში, დაკრძალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
  • ჯამბურია გ., ქსე, ტ. 8, გვ. 536, თბ., 1984