ოხერი
ოხერი (სამართლის ისტორია) — მიტოვებულ-გაუკაცრიელებული უძრავი ქონება ძველ საქართველოში. ასეთი ქონების სახელად იხმარებოდა აგრეთვე „ნაოხარი“, „ოხერქმნილი“ და პარტახიც, რომლის კანონიერად დასაკუთრება მხოლოდ განსაზღვრულ პირობათა დაცვით, სახელდობრ, ხანგრძლივი და „მიუმძლავრებელი“ მფლობელობის („უფლებულების“) გზით შეიძლებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;
- ფუტკარაძე ი.,ქსე, ტ. 7, გვ. 625, თბ., 1984