ოქონის კოშკის ნანგრევი
ოქონის კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოქონაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით.
გეგმით კვადრატული კოშკი შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია გაჭრილი. დასავლეთ კედელში ბუხრის კვალი შეინიშნება.
სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. შემორჩენილია კოჭის ბუდეები. კოშკის სამხრეთით მიშენებულია სათავსი, რომელიც პირადი სარგებლობისთვის აუგია ერთ-ერთ მაცხოვრებელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004