გველკუდები
(გადამისამართდა გვერდიდან ოფიურები)
გველკუდები, ოფიურები (Ophiuroidea), ზღვის ცხოველების კლასი კანეკლიანების ტიპისა. სხეული შედგება ბრტყელი დისკოსა და 5 (იშვიათად 10-მდე) მოქნილი სხივისაგან. სხივები ლოკომოტორულ ფუნქციას ასრულებენ: სუნთქვისა და შეხების ორგანოთა ფუნქციებს - ამბულაკრული სისტემა. გველკუდების უმრავლესობა ცალსქესიანია, ზოგი ცოცხლადმშობია. იკვებებიან მცირე ზომის ცხოველებით ან დეტრიტით. კაშკაშა შეფერილობისანი არიან. ზოგი გველკუდა ანათებს კიდეც. ბინადრობენ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე. კლასში 2000-მდე სახეობაა.
გველკუდები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ophiuroidea | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 3, გვ. 140, თბ., 1978