ოტოს სამეცნიერო ენციკლოპედია

ოტოს სამეცნიერო ენციკლოპედია (ჩეხ. Ottova encyklopedie ან Ottův slovník naučný) — უდიდესი უნივერსალური ენციკლოპედია ჩეხურ ენაზე. გამოიცემოდა 1888—1909 წლებში. ენციკლოპედია დღემდე ინფორმაციის აქტუალურ წყაროდ რჩება მთელი რიგი მიმართულებებით (განსაკუთრებით ჩეხურ კულტურასა და ისტორიას აშუქებს). სახელი დაერქვა გამოცემის ინიციატორისა და გამომცემლის — ჩეხი საზოგადოებრივი მოღვაწისა და ბიბლიოფილის, იან ოტოს, გვარის მიხედვით. დერეკ სეიერი ჩეხეთის ისტორიის შესახებ დაწერილ თავის წიგნში ამ გამოცემას სამშობლოში შეუდარებელ ენციკლოპედიასა და ზოგადსაკაცობრიო თვალსაზრისით, ერთ-ერთ უდიდეს და უსრულყოფილეს ენციკლოპედიას უწოდებს, რომელიც მისი აზრით, მხოლოდ ბრიტანიკას თუ ჩამორჩება.

ოტოს სამეცნიერო ენციკლოპედია

ენციკლოპედია 28 სქელტანიანი ტომისგან შედგება (27 ძირითადი და 1 დამატებითი ტომი; ზოგიერთი ტომის სისქე — ათას გვერდზე მეტია). სტატიათა საერთო რაოდენობა — დაახლოებით 186 ათასია, გვერდების საერთო რაოდენობა — 28912, მოიცავს 4888 ილუსტრაციასა და 479 გვერდს დამატებითი მასალებით. რედკოლეგია 55 მთავარი რედაქტორისა და 1100 ავტორისგან შედგებოდა, რომელთა შორისაც იმ დროის ჩეხეთის წამყვანი მეცნიერები ირიცხებიან. ენციკლოპედიის დამახასიათებელი ნიშანია მასალის სიღრმისეული დამუშავება: ზოგიერთი სტატია 10 გვერდამდეც კი აღწევს, ხოლო ავტორების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი თემების აღმწერი სტატიების გვერდების რაოდენობა 100 სცილდება.

1996 — 2003 წლებში ენციკლოპედია ხელახლა გამოიცა და მოკლე ხანში CD-ROM-ზეც გადაიტანეს ინფორმაცია. „ოტოს ენციკლოპედია“ სავაჭრო ნიშნად 1995 წლის 22 მაისს დაარეგისტრეს. ენციკლოპედიის სტატიები საზოგადო საკუთრებაშია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება