ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოტემაჩი (大手町) -  ჩიოდას რაიონი, ტოკიოში, იაპონიაში. მდებარეობს ტოკიოს სადგურისა და მარუნუჩის ჩრდილოეთით, საიმპერატორო სასახლის აღმოსავლეთით, ნიჰონბაშის დასავლეთით და კანდას სამხრეთით. მისი მდებარეობა სოფელ შიბაზაკის ყოფილი ადგილია და ტოკიოს უძველეს ნაწილს წარმოადგენს. ედოს პერიოდში (1603-1868) ოტემაჩის ტერიტორია პრინცი მაცუდაირას უზარმაზარი სასახლის ადგილსამყოფელი იყო.  

რაიონი
ოტემაჩი
大手町
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
მუნიციპალიტეტი ჩიოდა
კოორდინატები 35°41′17″ ჩ. გ. 139°45′51″ ა. გ. / 35.68806° ჩ. გ. 139.76417° ა. გ. / 35.68806; 139.76417
საფოსტო ინდექსი 100-0004[1]
ოტემაჩი — იაპონია
ოტემაჩი

ოტემაჩს მოიხსენიებენ, როგორც იაპონური ჟურნალისტიკის ცენტრს, სადაც ხუთი უმსხვილესი გაზეთებიდან სამის (Nihon Keizai Shimbun, Sankei Shimbun და Yomiuri Shimbun) მთავარი ოფისი მდებარეობს. ასევე აქ არის ძირითადი ფინანსური ცენტრი და ზოგიერთი უმსხვილესი იაპონური კორპორაციის შტაბ-ბინა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოტემაჩი იაპონური საფოსტო მუზეუმის (TeiPark) ადგილმდებარეობაცაა.[2] ამასთან ერთად ტოკიოს სახანძრო დეპარტამენტის სათაო ოფისი სწორედ ოტემაჩიში მდებარეობს. [3]

 
ოტემაჩი ედოს პერიოდში

ოტემაჩის სახელწოდება მომდინარეობს, ედოს ციხის ოტემონის (Otemon) სახელიდან. ედოს პერიოდში სხვადასხვა დაიმიოებმა (daimyo), ანუ ძლიერმა იაპონელმა მაგნატებმა, ფეოდალებმა,[4] ააშენეს საკუთარი მდიდრული რეზიდენციები ციხის გარეთ, ერთ-ერთია მაგალითად დაიმიო მაცუდაირა ტადამასას რეზიდენცია. ოტემაჩი სრულიად განადგურდა 1657 წლის ხანძრის დროს. ის აღადგინეს, თუმცა არა ფართო მასშტაბით. ამის მიუხედავად, ოტემაჩი, მეიჯის პერიოდის დაწყებამდე, (1860-იან წლებამდე), მაინც დარჩა დაიმიოს სხვადასხვა ოჯახის მფლობელობაში. დაიმიოს ოჯახებმა დაკარგეს ნაკვეთები,  რადგან ტერიტორიები მთავრობამ დაისაკუთრა, რის შემდეგაც რაიონში აშენდა სამთავრობო ოფისები, რომლებიც ადრეულ შოუას ეპოქაში, დიდი კანტოს მიწისძვრის შემდეგ გადატანილი იქნა კასუმიგასეკში. შემდეგ კი მასმედიამ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა აქ სათაო ოფისები ააშენეს. ამგვარად მოხდა ამჟამინდელი ოტემაჩის ტერიტორიის ძირითადი სურათის ფორმირება.[5] დღესდღეობით ტერიტორიაზე თანამედროვე მაღალსართულიან შენობებს შევხდებით, სამწუხარო ის არის, რომ არაფერია შემორჩენილი რაიონის საცხოვრებელი წარსულიდან. მთავრობამ გადაწყვიტა, ოტემაჩის ტერიტორიები კერძო პირებისთვის მიეყიდა, რათა შემოსავალი მიეღო, შედეგად კი რაიონი მთლიანად განახლდა.

ოტემაჩის სადგური

რედაქტირება
 
Toei-ს ხაზი

ოტემაჩის სადგური ტოკიოს მეტროსა და ტოეის მეტროს ხაზებზე მდებარეობს. ეს ყველაზე დიდი მეტროსადგურია ტოკიოში, რადგან მას ხუთი ხაზი (Marunouchi, Tozai, Chiyoda, Hanzomon, Toei Mita) ემსახურება, მეტი ვიდრე სხვა სადგურებს. ოტემაჩის სადგური მდებარეობს მარუნოჩის რაიონის ქვეშ ტოკიოს სადგურსა და საიმპერატორო ბაღს შორის. ის ტოკიოს სადგურებში მეორე ყველაზე გადატვირთული სადგურია. [2]

კომუნიკაციების მუზეუმი

რედაქტირება

კომუნიკაციების მუზეუმი ოტემაჩის სადგურის A4 გასასვლელიდან 1 წუთის სავალზე მდებარეობს. ის ერთდროულად ეკუთვნის ფოსტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, Nippon Telephone and Telegraph Corporation-ს, იაპონიის საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო კორპორაციას (KDD) და სამაუწყებლო ორგანოს NHK. მას უწედებენ TeiPark-საც. მუზეუმი წარმოგვიდგენს ყველაფერს, რაც კავშირშია კომუნიკაციებთან უძველესი დროიდან დღემდე, რეალური ობიექტების, პანორამების, მოდელებისა და ჩანაწერების გამოყენებით.

ვადაკურას შადრევნის პარკი

რედაქტირება

ვადაკურას შადრევნის პარკი ოტემაჩის სადგურიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. ის 1961 წელს იმპერატორის სამეფო ქორწილის აღსანიშნავად აშენდა, ხოლო 1995 წელს უკვე მეფისნაცვლის ქორწილის საზეიმოდ განახლდა. მისი მთავარი მახასიათებელი უამრავი შადრევანია. ცენტრალური შადრევნის წყლის ჭავლი 8.5 მეტრიანია, ხოლო მიმდებარე შადრევნების - 6.8 მეტრიანი. მათთან ახლოს აშენდა თანამედროვე ხელოვნების ჩანჩქერიც, რომლის სიმაღლე 5.5 მეტრი, ხოლო სიგანე 30 მეტრია. „წყლის ჩანჩქერი“ და „ძეგლის შადრევანი“ თავდაპირველ შადრევანს ოთხი არხით უკავშირდება, ეს კი სიმბოლოა ორი თაობის სამეფო ქორწილების. ღამით ყველა შადრევანი განათებულია, რომლებიც განათების და ფორმების შეცვლით ლამაზ ეფექტებს ქმნიან და თითქოს მუსიკის თანხლებით „ცეკვავენ“. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ პარკში დაისვენონ და ულამაზესი შადრევნებით დატკბნენ. [6]

  1. https://www.post.japanpost.jp/cgi-zip/zipcode.php?pref=13&city=1131010&id=46366
  2. 2.0 2.1 https://tokyo-tokyo.com/Otemachi.htm
  3. https://www.google.com/maps/place/Tokyo+Fire+Department+Headquarters/@35.6888118,139.7594042,17z/data=!3m1!4b1!4m5!3m4!1s0x60188c08b3fc0fab:0x249fd944dc3ed1a!8m2!3d35.6888118!4d139.7615929?hl=en-ge
  4. https://www.britannica.com/topic/daimyo
  5. https://www.ur-net.go.jp/otemachi_contents/pamph_e/book.pdf[მკვდარი ბმული]
  6. https://www.env.go.jp/garden/kokyogaien/english/point04.html
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტემაჩი“-დან