ოსციპეკი

პოლონური შებოლილი ყველი

ოსციპეკი — შებოლილი ყველი, დამზადებული ცხვრის დამარილებული რძისგან ტატრებში, პოლონეთის რეგიონში. ოსციპეკს ამზადებენ სპეციალისტები სახელად „ბაკა“, რომლებიც როგორც წესი კაცები არიან. ოსციპეკი არის ტრადიციული სადღესასწაულო ყველი ევროპის მრავალ ქვეყანაში.

მსგავს ყველს სლოვაკეთში ამზადებენ, ტატრებში. ისინი განსხვავდებიან ინგრენდიენტების თანაფარდობით, დამზადების პროცესით და საბოლოო პროდუქტის მახასიათებლებით. ოსციპეკი დამზადებული უნდა იყოს სულ მცირე ცხვირს რძის 60%-ით და უნდა იწონიდეს 600-დან 800 გ-მდე, ზომა კი უნდა იყოს დაახლოებით ერთნაირი, 17-დან 23 სმ-მდე.[1] ყველს ინახავენ მარილიან წყალში, შემდეგ კი ბოლავენ 12 დღის განმავლობაში. მისი ცხიმიხნობა 33%-ია. ოსციპეკის დამზადება შესაძლებელია მხოლოდ გვიანი აპრილიდან, ოქტომბრის დასაწყისამდე, მაშინ როდესაც ცხვარი მთის სუფთა ჰაერზე იკვებება ბალახით.

ოსციპეკის დასამზადებლად იყენებენ დამარილებულ ცხვრის რძეს და მცირე რაოდენობით ძროხის რძეს, რომელიც მკაცრადაა რეგულირებული რეცეპტში. პირველ რიგში არასტერილური დამარილებულ ცხვრის რძე უნდა იქცეს ხაჭოდ ადუღებულ წყალში ხშირი მორევით, შემდეგ მას აბრტყელებენ ხის ჯოხით და აძლევენ დეკორირებული თითისტარის ფორმას. ამ ფორმებს კი ერთი ან ორი ღამის განმავლობაში აწყობენ მარილხსნარით სავსე კასრში. შემდეგ, კი ათავსებენ სპეციალური ხის ქოხების სახურავთან ახლოს და 14 დღის განმავლობაში ამყოფებენ ცხელ კვამლში (ორთქლში).

პირველად ოსჩიპაკი ტატრებში XV საუკუნეში გამოჩნდა, ოჩოტნიკას სოფელში 1416 წელს. პირველი რეცეპტი, კი 1748 წელს, ჟივეცის ტერიტორიაზე. ასევე არსებობს ოსჩიპაკის შედარებით პატარა სახეობა სახელად რედიკოლკა, ცნობილი როგორც „უმცროსი და“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Spor o oštiepok je zo stola, V4 plánuje žalobu na Komisiu Slovak. EurActiv (June 5, 2007). ციტირების თარიღი: May 1, 2008.