ოსეფაანთ კოშკი — კოშკი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩოჩეთის ოსეფაანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,3 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დაზიანებულია: შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის ქვედა ნაწილი. კოშკის შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულის დასავლეთ კუთხეშია. პირველი სართული მეორეს დასავლეთ კედელში დატანებული კიბით უკავშირდებოდა. მეორე სართულს ხის კოჭებზე მოწყობილი გადახურვა ჰქონია. ამ სართულზე კედლის სისქის შესამცირებლად დიდი ზომის ნიშებია დატანებული. ნიშების უმეტესობა თაღოვანია და თითოეული სამ-სამი სათოფურითაა აღჭურვილი. ჩრდილოეთ კედელში ბუხარია. მეორე სართული მესამეს სამხრეთ კედელში დატანებული კიბით უკავშირდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.