ოსები საქართველოში

(გადამისამართდა გვერდიდან ოსების საქართველოში)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოსები საქართველოში - ოსები ირანულენოვან ალანების უშუალო შთამომავლები, ხოლო მათი ალან-ოსთა ეთნოგენეზი, როგორც საბჭოთა მეცნიერებები აღნიშნავდნენ, მოხდა არა კავკასიაში ადგილობრივ კავკასიელებთან შერევის შედეგად, არამედ შუა აზიაში - არალისპირეთში და ეს ბევრი ფაქტით დასტურდება.

ოსები საქართველოში

რედაქტირება

რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს აღსანიშნავია, რომ მათ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ. თუმცა სამწუხაროდ , პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართველებსა და ოსებს შორის ეთნიკურმა დაპირისპირებებმა იჩინა თავი.

ხოლო უშუალოდ ინტერესი იმისა, თუ როდის დასახლდენენ საქართველოში ოსები, განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც ოსებმა რუსეთის ძალისხმევით საქართველოს ძირძველი მიწა-წყალი მიიტაცეს.

ბოლო პერიოდში ოსმა ისტორიკოსებმა დაასახელეს საქართველოში მათი გადმოსახლების სხვადასხვა თარიღი. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს მოხდა ხუთი ათასი წლის წინ, ხოლო ზოგიერთი მეცნიერი მათი მიგრაციის პერიოდად XIII-XIV საუკუნეებს ასახელებს, მესამენი კი ამ ორ ძალიან დაშორებულ თარიღს შორის სხვადასხვა ქრონოლოგიურ თარიღს გვთავაზობს.

მარკ ბილიევის მიხედვით, თურმე ადრე შუა საუკუნეების ქართლის (იბერიის) სამეფო სხვა არაფერი იყო, თუ არა ქართულ-ოსური კონფედერაცია.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრი, რომ ოსები საქართველოში ძველი დროიდანვე მკვიდრობენ, ეს კი ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ამის დასადასტურებელი საბუთებიც კი არარსებობს.

ოსების საქართველოში გადმოსვლა საბინადროდ ძველი წელთაღრიცხვის სხვადასხვა მონაკვეთში არც ახ.წ. IV საუკუნეში მოჰყოლია ჰუნების შემოსევას, არც VII და არც XIII საუკუნეებში. თუმცა XIII საუკუნეში ოსებმა მხოლოდ კავკასიის მთიან ხეობებში მოახერხეს შესვლა, მეორე ნახევარში კი მხოლოდ ოსების ერთმა ჯგუფმა სცადა შიდა ქართლში დასახლება, რომლებიც დარუბანდის გზიდან შემოვიდნენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოსებს უფრო ადრეც ჰქონდათ მცდელობა საქართველოში დამკვიდრებისა. თუმცა მაშინაც მცირე რიცხოვანი იყო მათი მიგრაცია - ბუღა თურქმა დარიალის გზით დმანისში დაასახლა 100 ოჯახი.

კავკასიის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ისტორიული საქართველოს პროვინციაში - დვალეთში ოსების შემოსახლება იწყება XV საუკუნის ბოლოდან. ოსების შიდა ქართლში მიგრაცია ძირითადად დვალეთის გზით ხორციელდებოდა.

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა პირველი დასახლებები ჩნდება თრუსოსა და მაღრან დვალეთში. ოსების აქ დასახლება, ამ ხეობებში XVII საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. ვახუშტი ბაგრატიონი ხაზგასმის წერდა, რომ დვალეთსა და შიდა ქართლის მთიანეთში ოსები ქართველთა ნასახლარზე დასახლდნენ.

XVIII საუკუნის დასასრულიდან ფაქტობრივად შეწყდა ოსთა მიგრაცია ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან საქართველოს მიმართულებით.

კახეთსა და ქვემო ქართლში ოსები შიდა ქართლის მთიანეთიდან XX საუკუნის დასაწყისში გადასახლდნენ.

ოსების საქართველოში შემოსვლა და აქ დასახლება მთლად მშვიდობიანი არ ყოფილა. ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში მომწყვდეულმა ოსებმა არაერთხელ ძალით გამოიკაფეს გზა.

ოსები, რომ დიდი ხნის ჩამოსახლებულები არ არიან შიდა ქართლში ამას კარგად მოწმობს მათი სოციალური მდგომარეობაც, რადგან XIX საუკუნის მოსახლეობის აღწერის დავთრებში ოსები ხიზნებად არიან ჩაწერილნი. ხიზანი კი საკუთარი სამკვიდრებლიდან აყრილი და სხვაგან თავშეფარებული გლეხია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვრიტიშვილი დ., „დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, მის წგნ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XIV სს)“, თბ., 1962;
  • თოფჩიშვილი რ., „დვალეთი და დვალები“, თბ., 2016;
  • თოფჩიშვილი რ., საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997;
  • ვ. ბაგრატიონი., საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1997;
  • თოფჩიშვილი რ., როდის დასახლდნენ ოსები საქართველოში, „ისტორიანი“, თბ., 2012 №3,4;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება