ორხურა
ორხურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებამტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ძირითადად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საშუალო სიკუმსის ან მეჩხერია. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მოყვითალო-მომწვანო ელფერის. რბილობი საკმაოდ მკვრივი და წვნიანია, თხელკანიანი.
ორხურა სექტემბრის პირველ ნახევარში მწიფდება. საშუალომოსავლიანი ჯიშია. ახასიათებს ყვავილცვენა.
მოიხმარენ სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 285