ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით

ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით - ორცხობილას ამერიკული წარმოშობის სახეობა შოკოლადის ნამცეცებით ან ნაჭრებით. გამოგონილი იყო ამერიკელი მზარეულის რუთ უეიქფილდის მიერ 1938 წელს, როდესაც მან "Néstle"-ს შოკოლადის ბატონის ნაჭრები ორცხობილის ცომში დაამატა. ტრადიციულად მზადდება კარაქის, ფქვილის, თეთრი და ყავისფერი შაქრის, ვანილის, კვერცხების და ნახევრად ტკბილი შოკოლადის ნამცეცებისგან, შეიძლება სხვა სახის შოკოლადის ან თხილის დამატება. ხანდახან ცომში ნამცეცების დამატებამდე კაკაოს ფხვნილს ან დამდნარ შოკოლადს უმატებენ, შოკოლადის ნამცეცებიან ასეთ ორცხობილას ორმაგს ან სამმაგს უწოდებენ. არსებობს ვეგეტერიანული ვარიანტიც ინგრედიენტების შემცვლელებით.

ისტორია რედაქტირება

ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით გამოიგონა ამერიკელმა რუთ უეიქფილდმა, რომელიც ფლობდა რესტორანს მასაჩუსეთსის შტატში და იქვე მუშაობდა მზარეულად, 1938 წელს. ლეგენდის თანახმად ორცხობილის გამოგონება შემთხვევით მოუვიდა - ეგონა, რომ გამოცხობისას შოკოლადი დადნებოდა და მიიღებდა ჩვეულებრივ შოკოლადის ორცხობილას, მაგრამ თავისივე სიტყვებით მან რეცეპტი გამიზნულად შექმნა. მისი თქმით რესტორანში მსგავსი ორცხობილა თხილით დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მან გადაწვიტა რეცეპტთან ექსპერიმენტირება. მან გამოიყენა "Néstle"-ს ფირმის შოკოლადის ბატონი [1] და შემდგომში კომპანიას ორცხობილას რეცეპტი მიჰყიდა შოკოლადის მთელი ცხოვრების მარაგის სანაცვლოდ [2]. ამერიკაში და, მოგვიანებით, კანადაში კომპანიის ორცხობილების შეფუთვევზე იბეჭდებოდა ორიგინალური რეცეპტი. უეიქფილდმა ერთი წლის შემდეგ რეცეპტი საკუთარ რეცეპტების წიგნში გამოსცა და ორცხობილა სწრაფად გავრცელდა როგორც მასაჩუსეთსის შტატში, ასევე მთელ ამერიკაში [3].


მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახები ორცხობილებს ამერიკელ ჯარისკაცებს უგზავნიდნენ, შემორჩა წერილები, რომლებშიც ჯარისკაცები ახლობლებს სთხოვდნენ მათ გამოგზავნას. 1950-იან წლებში ამერიკულმა ბრენდმა "Burton's Foods" ორცხობილა გაერთიანებულ სამედოფოში გაავრელა[4]. დღეს რეცეპტი ძალიან პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკაში და ასევე ევროპაში, ხშირად იყიდება სუპერმარკეტში მზად ან გამოსაცხობ ფორმაში. ორიგინალური რეცეპტი ცნობილია, მაგრამ კომპანიებს და საცხობებს საკუთარი ვარიაციებიც აქვთ. ცხობაზე ორიენტირებულ ინგლისურ რეცეპტების წიგნებში ჩვეულებრივად მოიძებნება რეცეპტის ერთი ვარიაცია მაინც. 1997 წლის 7 ივლისს მასაჩუსეთსის შტატმა ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით შტატის ოფიციალურ ორცხობილად გამოაცხადა. [5]

მომზადების წესი რედაქტირება

 

ინგრედიენტებში შედის ფქვილი, კარაქი ან მარგარინი, თეთრი და ყავისფერი შაქარი. ცოტაოდენი მარილი, სოდა, ვანილი და შოკოლადის (ნახევრად ტკბილი, თეთრი, შავი, რძიანი) პატარა (ორიგინალური რეცეპტის მიხედვით "ლობიოს ზომის") ნაჭრები, ზოგ რეცეპტში მითითებულია ასევე რძე, კაკაოს ფხვნილი, დამდნარი შოკოლადი და თხილი (მიწისთხილი, მაკადემია). ცალკე სახეობად ("Party cookie") ითვლება ორცხობილა M&M's-ის შოკოლადით. მომზადების წესი უმეტესად ყველა რეცეპტში იგივეა - ინგრედიენტების თანმიმდევრული შერევა ხის კოვზით ან მიქსერით და ღუმელში გამოცხობა. ხანდახან გამოუცხობლადაც იჭმევა ან ემატება ვანილის ნაყინს. ინგრედიენტების პროპორციების და გამოცხობის დროის მიხედვით გამოდის სხვადასხვა ტექსტურის, რბილი ან ხრაშუნა ორცხობილა. მნიშვნელოვანია ასევე შოკოლადის სახეობა - ის საგრძნობლად ცვლის გემოს და ტექსტურას. ტრადიციულად გამოიყენება ნახევრად ტკბილი შოკოლადი. ხშირად აკომპანირებულია რძით, რომელშიც ორცხობილა იწობა ან უბრალოდ იჭმევა რძესთან ერთად.

წყაროები რედაქტირება