ორშაბათი დილა (ტელესერიალი)
„ორშაბათი დილა“ — ამერიკული სამედიცინო დრამატული სერიალი, რომელიც TNT-ის ეთერში 2013 წლის 4 თებერვლიდან 8 აპრილამდე გადიოდა. სერიალი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების სანჯაი გუფთას წიგნზე. TNT-იმ 2012 წელს მიიღო უფლება სერიალის გაშვებაზე ამ დროს უკვე 10 ეპიზოდის სცენარი დაწერილი იყო.
ორშაბათი დილა | |
---|---|
ჟანრი | სამედიცინო დრამა |
ავტორი |
დეივიდ კელი ნაჯაი გუფთა |
მონაწილეობენ |
ვინგ რაიმსი ჯეიმი ბამბერი ჯენიფერ ფინიგანი ბილ ირვინი კინგ სიმ სარაი რაუა ემილი სვალოვი ალფრედ მოლინა |
კომპოზიტორ(ებ)ი | დენი ლუქსი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 1 |
ეპიზოდი | 10 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
ბილ დელია სანჯაი გუფთა დეივიდ კელი |
ხანგრძლივობა | 42 წუთი |
კომპანია |
David E. Kelley Productions TNT Original Productions |
ეთერი | |
ჩვენების ფორმატი |
480i (SDTV) 720p (HDTV) 1080i (HDTV) |
ეთერში | 4 თებერვალი, 2013 — 8 აპრილი, 2013 |
რესურსები ინტერნეტში |
2013 წლის 10 მაისს ტელეკომპანია TNT-იმ გადაწყვეტილება მიიღო და სერიალის პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდის შემდეგ გადაღებები შეწყდა.
სიუჟეტი
რედაქტირებასერიალი ოთხი ექიმის პროფესიულ და პირადულ ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ჩელსის ცენტრალურ საავადმყოფოში პორტლენდში მუშაობენ. სერიალის სათაური ყოველკვირეულ რეცენზირებულ კონფერენციას ეხება, რომელიც ორშაბათ დილით იმართება, სადაც ქირურგები საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, შეცდომებზე და სამედიცინო მიღწევებზე.
როლებში
რედაქტირებამთავარი როლი
რედაქტირება- ალფრედ მოლინა - ექიმი ჰარდინ ჰუიტენი ზოგადი ქირურგიის უფროსი
- ვინგ რაიმსი - ექიმი ჯორჯ ვილიანუევა (მეტსახელად "შავი კატა"), ტრამვატოლოგიის უფროსი
- ბილ ირვინი - ექიმი ბაკ ტიერნი გადანერგვის განყოფილების უფროსი
- ჯეიმი ბამბერი - ექიმი ტილერი უილსონი, ნეიროქირურგი
- ჯენიფერ ფინიგანი - ექიმი თინა რიდიგვეი, ნეიროქირურგი
- კინგ სიმი ექიმი სანგ პარკი, ნეიროქირურგი
- სარაი რაუა - ექიმი სიდნეის ნაურფი, ნეიროქირურგი
- ემილი სვალოვი - ექიმი მიშელ რობიდაქსი, ნეიროქირურგი
შემოსული მსახიობები
რედაქტირება- ჯეისონ გრეი სტენფორდი - სკოტ ჰენდერსონი, საავადმყოფოს ადვოკატი
- ენტონი ჰილდი - მიჩ ტომპკინსი ადვოკატი
- ჯონათან სილვერმენი - ექიმი ჯონ ლიბერმანი, ინტერნი
- ვალერი მიჰაფი - ფრანც ჰოროვიცი, რისკების მმართველი
ეპიზოდი
რედაქტირებაეპიზოდი | სახელწოდება | სცენარის ავტორი | რეჟისორი | გამოსვლის თარიღი | რეიტინგი
აშშს მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|
1 | "პილოტი" | ბილ დელია | დეივიდ კელი | 4 თებერვალი 2013 | 1.34 |
2 | "დეუს ექს მახინა" | ბილ დელია | დეივიდ კელი და სანჯაი გუფთა | 11 თებერვალი 2013 | 1.22 |
3 | "ბოდიშს ვინ მოიხდის ახლა" | ბილ დელია | დეივიდ კელი და კარენ სტრეკი | 18 თებერვალი 2013 | 1.25 |
4 | "ჩანგლები და დანები" | მაიკ ლისტო | დეივიდ კელი, კარენ სტრეკი და ამანდა ჯონსი | 25 თებერვალი 2013 | 1.24 |
5 | "ლეგენდა და შემოდგომა" | გრეგ ჰობლიტი | დეივიდ კელი, ამანდა ჯონსი და სანჯაი გუფთა | 4 მარტი 2013 | 1.45 |
6 | "ერთობა" | კოლინ ბუკსი | დეივიდ კელი და კარენ სტრეკი | 11 მარტი 2013 | 1.86 |
7 | "ერთი კარგი დღე" | მარიო ვან პიბლსი | დეივიდ კელი, ამანდა ჯონსი და სანჯაი გუფთა | 18 მარტი 2013 | 1.23 |
8 | "სიმართლე ან შედეგები" | არლენ სანფორდი | დეივიდ კელი და კარენ სტრეკი | 25 მარტი 2013 | 1.32 |
9 | "ბორბლები ბორბლებში" | მაიკ ლისტო | დეივიდ კელი, კარენ სტრეკი და ამანდა ჯონსი | 1 აპრილი 2013 | 1.60 |
10 | "ოჯახის კავშირები" | ბილ დელია | დეივიდ კელი, კარენ სტრეკი და ამანდა ჯონსი | 8 აპრილი 2013 | 1.37 |
შეფასება
რედაქტირებაMetacritic საიტმა 22 გამოკითხული კრიტიკოსიდან სერიალს 55% რეიტინგი მიანიჭა.
სახლის ვიდეო
რედაქტირება2014 წელს Warner სტუდიამ უარი განაცხადა სერიალის რეალიზაციაზე ამერიკის შეერთებული შტატებში, ამავე წლის ნოემბერში Studiocanal მოიპოვა უფლება და დაამზადა DVD- ფორმატის სახლის ვიდეოები, რომელიც გაყიდვაში 2014 წლის 20 ნოემბერს გამოვიდა გერმანიაში,