ოჟორის ძველი ნაგებობის ნაშთი
ოჟორის ძველი ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საქართველოში, სოფელ ოჟორაში. აგებულია შუა საუკუნეებში. ნაგებობიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი კედელი, რომლის სიმაღლე 80 სმ-ს აღწევს. ჩრდილოეთით და სამხრეთით კედლის ფრაგმენტები 50 სმ სიმაღლისაა. ტერიტორიაზე მიმობნეულია დიდი ზომის ქვები. ძეგლის დათარიღება ტერიტორიის გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004