ოპიტერ ვერგინიუს ტრიკოსტუსი
ოპიტერ ვერგინიუს ტრიკოსტუსი (ლათ. Opiter Verginius Tricostus) — რომის რესპუბლიკის კონსული ძვ. წ. 502 წელს, მისი თანაკონსული იყო სპურიუს კასიუს ვისცელინუსი. ვერგინიუსების ოჯახიდან ოპიტერი პირველი იყო, რომელიც კონსულად აირჩიეს. ოპიტერ ტრიკოსტუსი თანაკონსულ სპურიუს ვისცელინუსთან ერთად ავრუნკების წინააღმდეგ იბრძოდა, მათ ასევე აიღეს ქალაქი პომეცია. ტიტუს ლივიუსი წერს, რომ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ორივე კონსული ტრიუმფით დააჯილდოვეს. სავარაუდოდ ოპიტერ ვერგინიუსს ოთში შვილი ჰყავდა: პროკულუს ვერგინიუს ტრიკოსტუს რუტილუსი (კონსული ძვ. წ. 486 წელს) ტიტუს ვერგინიუს ტრიკოსტუს რუტილუსი (კონსული ძვ. წ. 479 წელს) ოპიტერ ვერგინიუს ტრიკოსტუს ესქვილინუსი (კონსული ძვ. წ. 478 წელს) აულუს ვერგინიუს ტრიკოსტუს რუტილუსი (კონსული ძვ. წ. 476 წელს).
ოპიტერ ვერგინიუს ტრიკოსტუსი Opiter Verginius Tricostus | |
რომის რესპუბლიკის კონსული | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 502 – ძვ. წ. 502 თანაკონსული: სპურიუს კასიუს ვისცელინუსი | |
წინამორბედი | ლანატუსი და ტუბერტუსი |
მემკვიდრე | აურუნკუსი და ფლავიუსი |
გარდაცვლილი | ძვ. წ. VI საუკუნე |
მოქალაქეობა | რომის რესპუბლიკა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რომის კონსულების სია
- რომის რესპუბლიკი კონსულები
- რომის კონსულები და მათი მმართველობა
- რომის რესპუბლიკი კონსულების ჩამონათვალი
წინამორბედი: ლანატუსი და ტუბერტუსი |
რომის რესპუბლიკის კონსული თანაკონსული: სპურიუს კასიუს ვისცელინუსი ძვ. წ. 502 |
შემდეგი: აურუნკუსი და ფლავიუსი |