ოლიმპია (ბერძ. Ολυμπιάς) — ძველბერძნული ტრირემის თანამედროვე რეკონსტრუქცია. ხომალდი ეკუთვნის საბერძნეთის სამხედრო–საზღვაო ძალებს. ოლიმპია წარმოადგენს ექსპონატს, როგორც მუზეუმი–გემი.

ძველბერძნული ტრირემის თანამედროვე რეკონსტრუქცია

გემი აიგო 1985—1987 წლებში საბერძნეთის ქალაქ პიროსში. საბერძნეთის ხელისუფლებისა და ბრიტანელი მეცენატის, ბანკირ ფრენკ უელშის (Frank Welsh) დახმარებით. მშენებლობისას სამეცნიერო კონსულტანტის როლში გამოდიოდნენ ისტორიკოსი ჯონ სინკლერ მორისონი (John Sinclair Morrison), ჯონ ფ. კოუტსი და ჩარლზ უილინკი (Charles Willink).

ხომალდის სამწყობრო გამოცდა ჩატარდა 1987, 1990, 1992 და 1994 წლებში. ყველაზე ნაყოფიერი, სამეცნიერო–საინფორმაციო თვალსაზრისით, აღმოჩნდა 1987 წლის გამოცდა, როცა დადგინდა გემის ძირითადი თვისებები.

1993 წელს "ოლიმპია" გადატანილ იქნა დიდ ბრიტანეთში სახალხო დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. 2004 წელში მან პიროსში ჩაიტანა ოლიმპიური ცეცხლი. მას შემდეგ "ოლიმპია" ათენის ქალაქგარეთ მშრალ დოკში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება