ულე გუნარ სულშერი
(გადამისამართდა გვერდიდან ოლე გუნარ სოლსკიაერი)
ულე გუნარ სულშერი[1] (ნორვ. Ole Gunnar Solskjær [ˈuːlə ˈɡʉnɑr ˈsuːlˈʂær]; დ. 26 თებერვალი, 1973) — ნორვეგიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1996 წელს გახდა ნორვეგიის ჩემპიონატის ბომბარდირი. 11 წლის განმავლობაში იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი. თამაშობდა ძირითადად შეცვლებზე. გადამწყვეტი გოლი გაიტანა 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატებზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 26 თებერვალი, 1973 | ||
დაბადების ადგილი | კრისტიანსუნდი, ნორვეგია | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1989-1990 | კლაუსენენგენი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1990–1995 | კლაუსენენგენი | 109 | (115) |
1995-1996 | მოლდე | 38 | (31) |
1996-2007 | მანჩესტერ იუნაიტედი | 235 | (91) |
ეროვნული ნაკრები | |||
1995-2007 | ნორვეგია | 67 | (23) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2011-2014 | მოლდე | ||
2014 | კარდიფ სიტი | ||
2015–2018 | მოლდე | ||
2018–2021 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ულე გუნარ სულშერი“ ვიკისაწყობში.
- Ole Gunnar Solskjær — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- Biography at ManUtd.com
- Profile დაარქივებული 2009-02-03 საიტზე Wayback Machine. at BBC Sport
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნორვეგიული ბგერების გადმოცემა ქართულში (ქართულ მასმედიაში ხშირად მოიხსენიებენ დამახინჯებული ფორმით, როგორც ოლე გუნარ სოლსკიაერი)