ოლეგ ტინკოვი
ოლეგ იურის ძე ტინკოვი (დ. 25 დეკემბერი, 1967, პოლისაევო, ლენინსკ-კუზნეცკის რაიონი, კემეროვოს ოლქი, რსფსრ, სსრკ) — რუსი ბიზნესმენი. 2014 წლის Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა შორის 1210-ე ადგილზეა, 2019 წლის მონაცემებით, რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენებს შორის 1,7 მილიარდი დოლარით 47-ე ადგილს იკავებს.
ოლეგ ტინკოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | რუს. Олег Тиньков |
დაბადების სახელი | ოლეგ ტინკოვი |
დაბადების თარიღი |
27 დეკემბერი, 1967 პოლისაევო, კემეროვოს ოლქი, რსფსრ, სსრკ |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა |
სსრკ→ რუსეთი აშშ (1996—2013)[1] კვიპროსი[2] |
საქმიანობა | ბიზნესმენი, ბანკირი |
მეუღლე(ები) | რინა ვოსმანი |
შვილ(ებ)ი | დარია, პაველი, რომანი |
მშობლები |
მამა: იური ტინკოვი (1937—2002) დედა: ვალენტინა ტინკოვა |
საიტი | http://tinkov.com |
ოლეგ ტინკოვი ცნობილია როგორც, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „Техношок“-ის, გაყინული ნახევარფაბრიკატების ქარხანა „Дарья“-ს, ლუდსახარშისა და რესტორანთა ქსელი „Тинькофф“-ის დამაარსებელი[3]. მისი ნაკლებად ცნობილი პროექტებია — მუსიკალური მაღაზია „Music Шок“ და რეკორდ-ლეიბლი „Шок Records“, რომელმაც პირველად გამოსცა მუსიკალური ჯგუფების „Кирпичи“-ის და „Ленинград“-ის ალბომები. „ტინკოფ ბანკის“ (2015 წლამდე — „ტინკოფ საკრედიტო სისტემები“[4]) დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ბანკი 2006 წელს დაარსდა და 2016 წლოს 1 მარტის მდგომარეობით, აქტივების მოცულობით 44-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთის ბანკებს შორის საკუთარი კაპიტალის მაჩვენებლებით — 34-ე ადგილზეა[5][6].
ტინკოვი გატაცებული იყო გზატკეცილის ველორბოლით, სსრკ-ს სპორტის ოსტატის კანდიდატის წოდებაც კი ჰქონდა[7]. 2005 წელს მან დააარსა პროფესიონალური ველოგუნდი Tinkoff Restaurants, რომელმაც შემდგომში სახელი შეიცვალა Tinkoff Credit Systems-ად და რუსულ ველოგუნდ „კატიუშას“ ჩაუყარა საფუძველი[8][9]. 2013 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე ველოგუნდი „ტინკოფის“ მფლობელი იყო.
2020 წლის 8 თებერვალს, აშშ-ს საგადასახადო სამსაურმა ოლეგ ტინკოფის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბრალად ედება საგადასახადო დეკლარაციის გაყალბება და 2013 წლის შემოსავლების შემცირებული მაჩვენებლების ასახვა, მაშინ, როცა ის აშშ-ს მოქალაქე (1996 წლის 10 სექტემბრიდან 2013 წლის 28 ოქტომბრამდე) იყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- tinkov.com — ოლეგ ტინკოვის ოფიციალური ვებ-გვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-10. ციტირების თარიღი: 2020-05-14.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ США обвиняют Тинькова в занижении доходов. Ему грозит до шести лет. BBC (2020-03-06).
- ↑ Суд обязал Тинькова сдать паспорта России и Кипра. РБК (2020-03-05).
- ↑ Иван Просветов. (2002-12-02) «Мне не нравится просто сидеть и считать деньги». Коммерсантъ. ციტირების თარიღი: 2015-10-21.
- ↑ ЦБ разрешил ТКС банку сменить название на «Тинькофф Банк». Forbes (2014-11-26). ციტირების თარიღი: 2015-10-21.
- ↑ Николай Гришин. (2012-12-03) Мюнгхаузен в банке. Коммерсантъ. ციტირების თარიღი: 2015-10-21.
- ↑ Тинькофф Банк: рейтинг, справка. Банки.ру (2017-03-01). ციტირების თარიღი: 2017-03-20.
- ↑ Олег Тиньков примет участие в велогонке по дорогам Москвы. Nevasport.ru (2006-03-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-24. ციტირების თარიღი: 2015-10-21.
- ↑ Анна Субботина. (2007-01-22) Олег Тиньков раскручивает педали. Коммерсантъ. ციტირების თარიღი: 2015-10-21.
- ↑ В «Тур де Франс» появится российская команда. Newsru.com (2005-10-01). ციტირების თარიღი: 2015-10-21.