ოლაფურ რაგნარ გრიმსონი

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი (ისლ. Ólafur Ragnar Grímsson; დ. 14 მაისი 1943) — ისლანდიის მეხუთე პრეზიდენტი (1996 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 აგვისტომდე).

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი
ოლაფურ რაგნარ გრიმსონი
ისლანდიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო 1996 – 1 აგვისტო 2016
წინამორბედივიგდის ფინბოგადოტირი

დაბადებული14 მაისი 1943
ისაფიორდური ისლანდია

ბიოგრაფია რედაქტირება

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი დაიბადა 1943 წლის 14 მაისს ისაფიორდურში, დალაქის ოჯახში. მამა გრიმურ ქრისტგეირსსონი (ისლ. Grímur Kristgeirsson), დედა — სვანჰილდურ ოლაფსდოტირ ჰიარტარი.

1962 წელს რეიკიავიკში გიმნაზია დაამთავრა. შემდეგ სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში გაემგზავრა, სადაც 1965 წელს ეკონომიკისა და პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

ისლანდიის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის პროფესორი იყო, მსახურობდა ალთინგის წევრად.

გრიმსონის პოლიტიკური კარიერა 1966 წელს დაიწყო ისლანდიურ ახალგაზრდულ ორგანიზაცია "პროგრესულ პარტიებში" შესვლის შემდეგ.

1970 წელი — პოლიტოლოგიის დოქტორი, 1971-1988 წლებში ლექციებს კითხულობდა ისლანდიის უნივერსიტეტში.

1976 წელს მემარცხენე მიმართულების პარტია „სახალხო კავშირის“ წევრი გახდა. პირველი სადეპუტატო მანდატი მან 1978 წელს მიიღო, 1980-1983 წლებში ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

1981-1984 წლებში — ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია.

1987-1995 წლებში — პარტია „სახალხო კავშირის“ ლიდერია.

გრიმსონს პოპულარობა რადიოსა და ტელევიზიაში პოლიტიკურმა გადაცემებმა მოუტანა. იგი სტატიებს წერდა პარტიული ბეჭდვისთვისაც. 1988-1991 წლებში ფინანსთა მინისტრობისას ინფლაციის საგრძნობ დაკლებასა და ეკონომიკურ სტაბილიზაციას მიაღწია. მას ამის გამო „ეკონომიკური სტაბილიზაციის მამა“ უწოდეს.

პრეზიდენტობა რედაქტირება

1996 წლის 26 ივლისს ოლაფურ რაგნარ გრიმსონი ისლანდიის მეხუთე პრეზიდენტად აირჩიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგა. არჩევნებზე პარტია „სახალხო კავშირს“ წარმოადგენდა. მან ხმათა 40.9 % მიიღო.

2000 წლის აგვისტოში ავტომატურად დარჩა პოსტზე სხვა კანდიდატების არარსებობის გამო. კიდევ 4 წლის გასვლის შემდეგ, 2004 წელს, საპრეზიდენტო სავარძლისთვის უკვე ბრძოლა მოუწია, თუმცა, ამჯერადაც მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები 67,5 %-იანი შედეგით და ამგვარად მესამედ იქნა არჩეული.

2008 წელს მორიგ ჯერზე დარჩა პრეზიდენტად სხვა კანდიდატების არარსებობის გამო. ფიცი ბოლოს 2008 წლის 1 აგვისტოს აქვს მიღებული.

ისტორიაში პირველ ისლანდიელ პრეზიდენტად შევა, რომელმაც ალთინგის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

ოჯახური მდგომარეობა რედაქტირება

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. თავისი პირველი ცოლი გუდრუნ კატრინ თორბერგსდოტირი 1970-იან წლებში გაიცნო. 1974 წელს მათ ტყუპი ქალიშვილები — დალა და თინა შეეძინათ.

გუდრუნ კატრინი ისლანდიაში ერთობ პოპულარული ქალბატონი იყო. მოარული ხმებით, ოლაფურის პრეზიდენტად არჩევა დიდწილად მეუღლის დამსახურებაა. მაგრამ 1998 წელს პრეზიდენტის ოჯახს უბედურება დაატყდა თავს - პირველი ლედი ლეიკემიით გარდაიცვალა.

5 წლის შემდეგ ოლაფურ გრიმსონმა მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა. მისი რჩეული ამჯერად ისრაელიდან ჩამოსული დორით მუსაიეფია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება