ოლაფსბორგი
ოლაფსბორგი ან ოლოფსბორგი (Olofsborg, ფინ. ოლავინლინა, Olavinlinna) — პირველი შვედური ციხესიმაგრე, აგებული ცეცხლსასროლი არტილერიისთვის წინააღმდეგობის გაწევის გათვლით. მდებარეობს კლდოვან კუნძულზე ტბებს ჰააპავესი და პიჰლაიავესს შორის, დაახ. 320 კმ-ში სანქტ-პეტერბურგიდან, ჰიამეს პროვინციაში, ფინეთში. 1639 წელს ციხესიმაგრის დაცვის ქვეშ დაარსდა ქალაქი ნეიშლოტი (ამჟ. სავონლინა).
ისტორია
რედაქტირებაციხესიმაგრე ერიკ აქსელსონ ტოტმა 1475 წელს დააარსა ივანე III-ს მიერ ნოვგოროდის დაპყრობის შემდეგ. ტოტი აღმოსავლეთში პოლიტიკური არეულობის გამოყენებას ცდილობდა ნოტებორგის ზავით დადგენილი რუსეთ-შვედეთის საზღვრის გასამაგრებლად. სიმაგრე ტბაზე, წყალსატევებითა და არხებით დასერილ ადგილას აშენდა მოსალოდნელი ალყის თავიდან აცილების მიზნით. თავდაპირველად ციხესიმაგრეს შვედებმა ნიოსლოტი ანუ ახალი სიმაგრე უწოდეს. 16-ე საუკუნეში ციხის გარნიზონი არანაკლებ 200 ადამიანისგან შედგებოდა, რაც, ვიბორგის სიმაგრესთან ერთად, შვედეთის სახელმწიფოებრიობას აღმოსავლეთში კიდევ უფრო მრისხანე სახეს სძენდა.