ოკომტუნი
ოკომტუნი (ესპ. Ocomtún) — არქეოლოგიური ძეგლი ბალამკუს არქეოლოგიური ზონის ტერიტორიაზე, კალაკმულის მუნიციპალიტეტში, კამპეჩეს შტატში, მექსიკაში. ქალაქი არქეოლოგებმა ივან შპრაიცის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს 2023 წლის ივნისში აეროგადაღების LIDAR ტექნოლოგიის მეშვეობით.
ახალ ქალაქს „ოკომტუნი“ უწოდეს, რაც „ქვის სვეტს“ ნიშნავს.[1] ძეგლი მოიცავს მოედნებს, პირამიდის სტილის დიდ ნაგებობებს, ქვის სვეტებს და კონცენტრირებული რგოლების სახით განლაგებულ სხვა სტრუქტურებს.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Buschschlüter, Vanessa. (June 21, 2023) Maya civilisation: Archaeologists find ancient city in jungle. BBC News. BBC. ციტირების თარიღი: June 21, 2023.
- ↑ მექსიკის ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის დიდი ხნის წინ დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს 1tv.ge/