ოიუდ-პულგესტი
ოიუდ-პულგესტი (ნიდერლ. Kasteel Oud-Poelgeest) — ციხესიმაგრე ნიდერლანდებში, ქალაქ ლეიდენის ჩრდილოეთით. ნიდერლანდელი მეცნიერის, ჰუმანისტისა და ექიმის ჰერმან ბურჰავეს (1668-1738) ყოფილი საცხოვრებელი სახლია. აშენდა 1668 წელს ყოფილი შენობის ადგილას. აგებულია პოპულარულ ჰოლანდიურ ნეოკლასიცისტურ სტილში.[1] არქიტექტორი სავარაუდოდ იყო ერაზმ დენ ოტერი.[1] ყოფილი ციხესიმაგრე აშენებული 1550 წელს იყო ესპანელების მიერ დარბეული, რომლის ნანგრევები შემორჩენილია დღემდე, ტყის ტერიტორიაზე. ჰერმან ბურჰავემ ციხესიმაგრე შეიძინა 1724 წელს,[2] რომლის ტერიტორიას იყენებდა ბოტანიკური კოლექციის მიზნებში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Dutch Rijksmonument site 515703 (see also 515706 and 515708)
- ↑ Official website