ოიდონკის ციხე — ციხესიმაგრე ბელგიის სოფელ სინტ-მარია-ლეერნეში. ისტორიკოსების ცნობით ის XIII-XIV საუკუნეებში აშენდა. თავდაპირველად ციხესიმაგრე ფრანგ ჰერცოგებს, მონტმორენსებს, ეკუთვნოდათ. ოიდონკის ციხეს თავისი ისტორიის მანძილზე ბევრი სოციალური კონფლიქტი უკავშირდება, აქედან გამოირჩევა XVI საუკუნის რელიგიური ომი, რომელიც ციხის სიახლოვეს მოხდა. ამ პერიოდში ციხესიმაგრე გაეხვა ცეცხლის ალში და 1579 წელს განადგურდა კიდეც. ამ ამბის შემდეგ ციხე შეიძინა ბელგიელმა და იმ დროს ევროპაში სიმდიდრით მეოთხე ადამიანმა მარტენ დელა ფაიმ და საკუთარი გმოვნებით აღადგინა რენესანსის სტილში.

ოიდონკის ციხე

1864 წელს ციხის შემდეგი მფლობელი გახდა ბელგიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდგვაროვანი ადამიანი ჰენრი კინტ დე როდენბეკე და ამის შემდეგ ციხესიმაგრე მის შთამომავლობას გადაეცემა. ამჟამად სასახლეში ცხოვრობენ კინტ დე როდენბეკეთა შთამომავლები: გრაფი ჰენრი III კინტ დე როდენბეკე, მისი მეუღლე გრაფინია კორალი ვასკეზი და მათი სამი ვაჟი. ციხე 1944 წლიდან დაცულია როგორც ძეგლი და 1958 წლიდან დღემდე ღიაა მნახველებისათვის წელიწადის გარკვეულ დროებში და სპეციალურ საათებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: