ოთარ გიორგის ძე ვერულავა (დ. 24 იანვარი, 1945, თბილისი) — ქართველი ინჟინერი მართვის სისტემების დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1967). მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ინფორმაციის გარდაქმნის განყოფილებაში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომატური მართვის კათედრაზე. 1998 წელს ვერულავას ინიციატივით შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის კათედრა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. ვერულავას სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა ხელოვნური ინტელექტის თეორიის მახასიათებლები, კლასტერირების თეორია, გადაწყვეტილებათა მიღება და აღწერების აგება სახეთა ამოცნობაში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები კრიპტოგრაფიაში, თბ., 2008.

ლიტერატურა

რედაქტირება