ოთარ ვეზირიშვილი
ოთარ შალვას ძე ვეზირიშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1938, თბილისი) — ქართველი ენერგეტიკოსი. ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1987), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი (1989).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი (1961). მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1978 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (2013 წლიდან — სრული პროფესორი).
სამეცნიერო კვლევის სფეროა ენერგოდამზოგი პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავება, განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენებისათვის დანადგარების შექმნა და ეკოლოგიური სისტემის დაცვის კომპლექსური სქემების დანერგვა. გამოქვეყნებული აქვს 18 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელო. აქვს 7 გამოგონება. 1974 წელს ვეზირიშვილმა ვ. გომელაურთან ერთად შექმნა სსრ კავშირში პირველი თბური ტუმბო, რომელიც დაინერგა სამტრედიის ჩაის ფაბრიკაში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ენერგოეფექტურობის მენეჯმენტი ენერგეტიკაში, თბ., 2008.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 236.