ოთარ გაბიძაშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1929, წყალტუბოს რაიონი, სოფელი დერჩი — გ. 2003) — ქართველი ფილოსოფოსი.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1956–1960 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1979 წლებში და 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე; 1979–1994 წლებში ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში: გერმანიაში, ქალაქი გისენში (1990) და ჩეხეთში ქალაქ ბრნოში (1998). 1956 წლიდან იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1986 წლიდან კი პროფესორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება