ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა — ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის აგვისტოში.
აღწერა რედაქტირება
დროშა გაყოფილია ვერტიკალურად ორ მეწამულ და მწვანე ველებად. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ჰერალდიკური ჯვარი, სიმაღლით დროშის ½; დროშის პროპორციებია: 2:3
ისტორია რედაქტირება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა 2014-2015 წლებში შემდეგნაირი იყო: დროშის ქსოვილი ვერტიკალურად გაყოფილია ორ ტოლ, ლაჟვარდისა და ზურმუხტის ველებად. ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის 3/5-ს ტოლია. დროშის პროპორცია: 2/3.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.