ოდემიშის მუზეუმი
ოდემიშის მუზეუმი (თურქ. Ödemiş Müzesi) — მუზეუმი თურქეთში, იზმირის პროვინციის ოდემიშის რაიონში. მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით.
ოდემიშის მუზეუმი | |
---|---|
38°13′41″ ჩ. გ. 27°59′21″ ა. გ. / 38.22806° ჩ. გ. 27.98917° ა. გ. | |
დაარსდა | 1983 |
ქვეყანა | თურქეთი |
მდებარეობა | Ödemiş |
სტატუსი | ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური |
ისტორია
რედაქტირებასამშენებლო მიწის ნაკვეთი კერძო კოლექციონერმა, სახელად მუთაჰარ ბაშოღლუმ 1976 წელს შესწირა, მუზეუმი კი 1983 წელს გაიხსნა.[1] მუზეუმში გამოფენილი ნივთები ადრე ინახებოდა ტირისა და იზმირის არქეოლოგიურ მუზეუმებში. გარდა ამისა, ბაშოღლუმ მუზეუმს გადასცა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა მისი პირადი კოლექციიდან.
შენობა და გამოფენა
რედაქტირებამუზეუმის შენობა კარვის ფორმისაა სარდაფითა და პირველი სართულით. გამოფენებისთვის მხოლოდ ერთი დარბაზია გამოყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ნივთების უმეტესობა ეთნოგრაფიული ხასიათისაა, ასევე არის არქეოლოგიური, გვიანი ბრინჯაოს ხანის, კლასიკური ხანისა და ბიზანტიური ხანის ნივთები. მათ შორისაა კერამიკა, საკულტო ფიგურები, ზეთის ლამპრები, საჭრელები, ცულები, ორნამენტები, თიხის ნივთები, ფიგურები, ქანდაკებები, ბრინჯაოს და მინის საგნები. ეთნოგრაფიის განყოფილებაში არის ოსმალეთის იმპერიის ისეთი საგნები, როგორიცაა სპილენძის და ვერცხლის ნივთები, იარაღი, ტანსაცმელი და ნაქარგები. ასევე მუზეუმში ინახება სხვადასხვა პერიოდით დათარიღებული 2545 მონეტა. მუზეუმში ექსპონატების საერთო რაოდენობაა 4458.[1]