აკვიატება

(გადამისამართდა გვერდიდან ობსესია)

აკვიატება, ანუ ობსესია (ლათ. obsessio) ან აკვიატებული იდეა — ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი. მაგალითად, იგი ახასიათებს ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას (ოკა). ამ დროს ადამიანი შეპყრობილია ამა თუ იმ იდეით, რომლის უგულებელყოფასაც იგი ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა რომ ეს იდეა ან აზრი შეიძლება უადგილო იყოს და ხშირი.

ხელების ხშირად ბანა — აკვიატების ერთ-ერთი სიმპტომი

არსებობს სხვადასხვა კატეგორიის აკვიატებები: სისუფთავის, სიმეტრიის, და ასე შემდეგ.

აკვიატების მიერ ჩამოყალიბებული შფოთის და ნერვიულობის გასანეიტრალებლად ადამიანი იყენებს მოქმედებებს, რომლებიც ასევე აკვიატებული ხდება და მათ კომპულსია ეწოდებათ (ლათ. Compulsio). ეს მოქმედებები შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყვნენ აკვიატებულ იდეასთან და ამიტომ ზედაპირზე დამკვირვებელს შეიძლება გაუჭირდეს ამ კავშირის დამყარება. მაგრამ, უფრო ღრმა დაკვირვების შედეგად ასეთი კავშირი ყოველთვის არსებობს.

მკურნალობა ამ სახის დაავადებების ხდება მედიკამენტური და ფსიქოტერაპევტული მკურნალობის კომბინაციით. ხშირად გამოიყენება ეგრეთ წოდებული ანტიდეპრესანტული საშუალებები, მაგრამ უფრო მაღალ დოზებში ვიდრე ეს დეპრესის მკურნალობისას ხდება. მკურნალობის შედეგებს 8-კვირა და მეტი შეიძლება დასჭირდეს და უნდა ჩატარდეს ექსპერტი ფსიქიატრის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება