ობლივსკაიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ობლივსკაიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Обливский краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი როსტოვის ოლქის ობლივსკის რაიონის სოფელ ობლივსკაიაში. მდებარეობს ვაჭარ დემენტიევის ძველ სახლში.
ობლივსკაიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
48°32′17″ ჩ. გ. 42°30′05″ ა. გ. / 48.53806° ჩ. გ. 42.50139° ა. გ. | |
დაარსდა | 1994 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | Oblivskaya |
დირექტორი | ვ. ლიმარევა |
ოფიციალური საიტი | oblivsk.ru/muzei.htm |
მუზეუმი მდებარეობს შედეგ მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ობლივსკის რაიონი, სტანიცა ობლივსკაია, ლენინის ქუჩა № 21-ბ.
ისტორია
რედაქტირებაობლივსკაიის მხარეთმცონეობის მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. მისი გახსნა მიუძღვნეს ქალაქის 250-ე წლის იუბილეს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინამორბედი იყო № 2 სკოლის მუზეუმი, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდა რსფსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი ვერა ფილეს ასული ავსეცინა[1]. 1994 წელს სასკოლო მუზეუმის რამდენიმე ექსპონატი საჩუქრად გადაეცა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეგიძლიათ გაეცნოთ სტანიცა ობლივსკაიის და ობლივსკის რაიონის ისტორიას, შეგიძლიათ ნახოთ ყოფა-ცხოვრების ამსახველი ძველი ნივთები და ფოტოები, ადგილობრივი მხატვრების ნახატები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, გერბარიუმები, გარეული ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები და სხვადასხვა საგნები, რომლებიც შეგროვებულია ენთუზიასტების მიერ და გადაცემული მუზეუმზე. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი ამჟამად მოიცავს 2 000 ექსპონატს[2]. ობლივსკის რაიონის მოსახლეობა ყოველწლიურად ავსებს მუზეუმის ფონდს, მათ მოაქვთ კაზაკების ცხოვრების ამსახველი ძველი ნივთები, ფოტოები, წიგნები, გაზეთები, ჟურნალები. მუზეუმის თანამშრომლბი მართავენ ექსკურსიებს, კითხულობენ ლექციებს მხარის ისტორიის შესახებ, აწყობენ გამოფენებსა და ფოტოგამოფენებს, რომლებიც ეძღვნება ობლივსკის რაიონს[3][4][5].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Обливский краеведческий музей დაარქივებული 2016-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Краеведческий музей (Обливская)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ АВСЕЦИНА ВЕРА ФИЛЕЕВНА — почетный гражданин ст. Обливской.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2017-10-02.
- ↑ Проверка муниципального бюджетного учреждения культуры Обливского сельского поселения «Обливский краеведческий музей» Ростовской области[მკვდარი ბმული]
- ↑ Туризм в Донском крае
- ↑ В Обливской школьники помогают краеведческому музею изучать историю Ростовской области
- ↑ Районная краеведческая конференция. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-27. ციტირების თარიღი: 2017-10-02.