2ს2

(გადამისამართდა გვერდიდან ობიექტ 924)

2ს2 „ფიალკა“ (რუს. 2С2 «Фиалка»; „ობიექტ 924“) — საბჭოთა 122-მილიმეტრიანი საცდელი ავიასადესანტო თვითმავალი ჰაუბიცა. პროექტი შეიმუშავა ვოლგოგრადის სატრაქტორო ქარხნის საკონსტრუქტორო ბიურომ სკკპ ცკ-სა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 4 ივლისის დადგენილებით.[1]

2ს2
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 10
განლაგების სქემა უკანაძრავიანი
ეკიპაჟი, კაცი 4
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1968
გამოშვების რაოდენობა 3
ძირითადი ოპერატორები საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2650
სიმაღლე, მმ 2180
კლირენსი, მმ 100—400
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ალუმინის ჭურვსაწინააღმდეგო
შეიარაღება
სროლის მანძილი, კმ 15,2-მდე
მიზანი ПГ-2, ОП5-37
მობილურობა
ძრავის ტიპი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 240
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 60
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 500
საკიდრის ტიპი ჰიდროპნევმატური
აღმართზე გამავლობა, გრად. 35°
კედლის გადალახვა, მ 0,7
თხრილის გადალახვა, მ 2

ჰაუბიცის ქვემეხი „2ა32“ შეიქმნა განსაკუთრებულ საკონსტრუქტორო ბიურო №9-ში, ჰქონდა პნევმატური შემტანი და ახალი ერთცილინდრიანი პნევმატური დამაბრუნებელი მექანიზმი. შასის სახით თვითმავალი ჰაუბიცისათვის გამოიყენეს დესანტის საბრძოლო მანქანა ბმდ-1. 122-მილიმეტრიანი ქვემეხი განთავსებული იყო დახურულ ჯიხურში, ნაცვლად ბმდ-ის საშტატო კოშკისა.[1]

პირველი სამი საცდელი თვითმავალი ჰაუბიცა „ფიალკა“ 1968 წლის თებერვალში დამზადდა. საარტილერიო სისტემის გამოცდა პრაქტიკულად მთელი წელი გაგრძელდა და 1968 წლის დეკემბერში შეწყდა შასის სისუსტეების გამო, იგი სროლის დროს დიდ დატვირთვას ვერ უძლებდა. აგრეთვე შემუშავდა „ფიალკაზე“ ქვემეხის დანადგარის კოშკიანი ვარიანტი. დაახლოებით ამავე დროს საჰაერო-სადესანტო ძალებისათვის ბმდ-1-ის ბაზაზე შემუშავდა 120-მილიმეტრიანი თვითმავალი ნაღმტყორცნი 2ს8 „ლანდიში“. ვერცერთი მათგანი საპროექტო სტადიიდან ვერ გამოვიდა.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Карпенко, Александр 122-мм опытная авиадесантная самоходная гаубица 2С2 "Фиалка" ("объект 924") // Современные самоходные артиллерийские орудия. — «Бастион», 2009. — стр. 9.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=2ს2&oldid=4509437“-დან