ნუ გეშინია, დედა!
ნოდარ დუმბაძის რომანი
ნუ გეშინია,დედა! — ქართველი ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის რიგით მეოთხე, 1971 წლის რომანი. ნაწარმოები მოგვითხრობს მესაზღვრეების რთულ ცხოვრებაზე, გაუზიარებელი სიყვარულის განცდასა და მეგობრის დაკარგვის ტრაგიზმზე...
„ნუ გეშინია, დედა!“ | |
---|---|
| |
ავტორი | ნოდარ დუმბაძე |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | რომანი |
გამოცემის თარიღი | 1971 |
გვერდი | 300 |
ISBN | 9789994053476 |
რომანის შესახებ
რედაქტირებაიმისთვის, რომ ეს რომანი დაეწერა, ნოდარ დუმბაძემ მოიპოვა მთავრობის სპეციალური თანხმობა და სამხედრო სასაზღვრო ნაწილში იმსახურა. ამ რომანის კითხვისას სიხარულითა და უსიამოვნებებით სავსე ახალგაზრდულ სამყაროში აღმოჩნდებით, სადაც პირველ ადგილას ადამიანთა ურთიერთობები დგას. მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტრაგიზმი, უპასუხო სიყვარულის ტკივილი და ეს ყველაფერი ნოდარ დუმბაძისეული ლირიკული ხერხებით მოყოლილი, რომელიც ცდილობს, დაფაროს საკუთარი გმირების დრამატიზმით აღსავსე ბედი.[1]
პერსონაჟები
რედაქტირება- ავთანდილ ჯაყელი, ჯაყო - მთხრობელი,მთავარი პერსონაჟი.
- ვანიჩკა ბიძია - ჯაყოს ბიძა.
- აბო - ჯაყოს ქურთი მეგობარი.