ნუნე თუმანიანი (სომხ. Նունե Թումանյան; დ. 23 ოქტომბერი, 1963, ერევანი, სომხეთი) — სომეხი მხატვარი და მოქანდაკე.

ნუნე თუმანიანი
Նունե Թումանյան
დაიბადა 23 ოქტომბერი, 1963 (1963-10-23) (61 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი, სომხეთი
ეროვნება სომხეთის დროშა სომეხი
საიტი {

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნუნე თუმანიანი დაიბადა 1963 წლის 23 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთი. დაამთავრა ხელოვნების სკოლა, ხოლო მოგვიანებით — სამხატვრო კოლეჯი. 1984-1985 წლებში, იგი სამხატვრო აკადემიაში, ლენინგრადში (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი), სკულპტურის განყოფილებაში სწავლობდა. თუმანიანმა მაგისტრის ხარისხი ერევნის სამხატვრო-თეატრალურ ინსტიტუტში (დღევანდელი სახვითი ხელოვნების აკადემია) მიიღო.

1995-2009 წლებში, ნუნე თუმანიანი ერევნის სახვითი ხელოვნების აკადემიაში პროფესორი იყო, 1996 წლიდან, იგი სომხეთის მხატვართა კავშირის წევრია, ხოლო 2014 წლიდან — მხატვართა კავშირის სკულპტურის განყოფილების ხელმძღვანელი. თუმანიანი რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო გამოფენისა თუ კონკურსის მონაწილეა. 1998 წელს, მან რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო მიიღო, ხოლო 2014 წელს — იგი შარჯაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ გამოფენაზე, მთავარი პრიზით დაჯილდოვდა[1].

ნუნე თუმანიანის ნამუშევრები წარმოდგენილია კერძო და საჯარო კოლექციებში, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის — სომხეთის ეროვნულ გალერეაში. მისი ნამუშევრები, უმეტესად ბრინჯაოსგან არის დამზადებული და ამავდროულად, მინის, ხის, ქვის და სხვა მასალათა კომბინაციით. თუმანიანის ნამუშევრები გამოხატავს ადამიანის უსაზღვრო, მრავალფეროვან სულიერ სამყაროს.

გამოფენები

რედაქტირება

თუმანიანის ნამუშევრები გამოფენილია სომხეთის და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნების სამხატვრო გალერეებში: სომხეთის სამხატვრო გალერეა, ჩარენცის მუზეუმი, სომხეთის მხატვართა კავშირი[2], ბოიაჯიანის გალერეა, სანქტ-პეტერბურგი, იტალია, შარჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: