ნუკლეოსომა — ქრომოსომის სტრუქტურული ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია დნმ-ის ძაფისა და H2А, H2B, H3 და H4 ჰისტონური ცილების ერთობლივი შეფუთვით. ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, რომელიც შეერთებულია ჰისტონური ცილა H1-ით, ქმნის ნუკლეოფილამენტს (nucleofilament), ანუ ნუკლეოსომურ ძაფს.

ნუკლეოსომის სტრუქტურა და აგებულება. ნაჩვენებია სტრუქტურული ოქტამერის წარმოქმნა და აგება და დნმ-ჰისტონური ოქტამერის — ნუკლეოსომის კომპლექსის სტრუქტურა.

ჰისტონური ოქტამერის მიერ წარმოდგენილი ნუკლეოსომური ბირთვის გარშემო დნმ ახორციელებს 1,67 ბრუნს (147 ნ. წ.). ნუკლეოსომებს შორის მდებარე დნმ-ის უბანს ეწოდება ლინკერული დნმ და შეადგენს 10—100 ნ. წ.-ს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Жимулев И. Ф., Общая и молекулярная генетика, 1, Новосибирск: Издательство Новосибирского университета, 2002. 2000 ეგზ., ISBN 5761505096.
  • Тейф В. Б. и соавт. (2011). Нуклеосомы в генной регуляции: теоретические подходы. Молек. Биол., том 45, № 6, с. 1-11. [1] დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.